მოკლე ხანში, 8 საათის შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდება.

0
365
მოკლე ხანში,  8 საათის შემდეგ, მხოლოდ ორი ეგზიტპოლი გამოქვეყნდება.
 
და წლეულს ეგზიტპოლებით ბრძოლაში მხოლოდ ორი პარტია ჩაერთვება – “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო”. ამომრჩევლების გამოკითხვებს “რუსთავი 2”-ის დაკვეთით “ედისონ რისერჩი” და “ევროპული საქართველოს” დაკვეთით ბი-სი-ჯი ჩაატარებენ. “- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ეგზიტპოლებს მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აწყობენ.
 
“ახლა მთავარია, რომელი ეგზიტპოლი რა მონაცემებს დასვამს და რამდენად დაემთხვევა თუ ასცდება ისინი ერთმანეთს და შემდეგ ცესკო-ს მონაცემებს. მოლოდინია, რომ თუკი რომელიმე ეგზიტპოლით მეორე ტური გამოიკვეთება, ხოლო ცესკო-ს მონაცემებით გამარჯვებული პირველსავე ტურში გამოვლინდება, გაყალბების მოტივით ქუჩაში დიდი საპროტესტო აქცია გაიმართება.
 
თუმცა მარტო ეგზიტპოლების შედეგებით გაყალბებაზე მტკიცება ძალიან გაჭირდება. პარალელურად ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რა მოხდება საარჩევნო უბნებზე, რამდენად ხშირი იქნება დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა და რამდენად ბევრი საჩივარი დაიწერება. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება, “სამართლიანი არჩევნები” ხმის პარალელური დათვლით რა შედეგს დადებს. საზმაუში “რეზონანსს” განუცხადეს, რომ მათ ეგზიტპოლი არ დაუკვეთავთ და არც სხვა ეგზიტპოლებს გააშუქებენ. “იმედსა” და “მაესტროზეც” განაცხადეს, რომ მათ ეგზიტპოლი არ ექნებათ. როგორც ცესკო-ში თქვეს, მათ ოფიციალურად მხოლოდ ორმა კვლევითმა კომპანიამ მიმართა ეგზიტპოლების მოსაწყობად – “ედისონ რისერჩმა” და ბი-სი-ჯიმ”, – , – აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს:
 
“საგულისხმოა, რომ ყველა არჩევნების დროს ეგზიტპოლების შედეგები განხილვის საგანი ხდება განსხვავებული მონაცემების გამოქვეყნების გამო. მათ შორის ყველაზე დიდი უკმაყოფილება ეგზიტპოლების მონაცემების გამო იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც არც ერთი ეგზიტპოლი არ დაემთხვა ცესკო-ს შედეგს და ზოგიერთში აცდენა 22%-იც კი იყო. ამის გამო ამ გამოკითხვების მიმართ დიდი უნდობლობაა და ბევრი მიიჩნევს, რომ ის უფრო პროპაგანდისტულ მიზანსა და წინასწარი განწყობის შექმნას ემსახურება”.
 
 დღეს დილით, ნიკა გვარამია წერდა, რომ ხელისუფლება ყველამნაირად ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ეგზიტპოლების შედეგებზე. 
 
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, უბნებზე სადაც დგანან მთვლელები ეგზიტპოლს ვინც ატარებს ეს იცის "ქართულმა ოცნებამ" და ცდილობენ რომ ამ უბნებზე მაქსიმალურად მიიყვანონ თავისი წარმომადგენლები და ხელი შეუშალონ ეგზიტპოლის დათვლაში. ჯერ ერთი გაყალბებას სისტემა ეგრევე აგდებს თუ სპეციალურად იქნა ხალხი მიყვანილი და გადახრა იქნა და ამას გარდა, კითხვას ვუსვამ თამარ ჟვანიას, ჩვენც კი არ ვიცით რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, იმიტომ რომ გასაიდუმლოებული ინფორმაციაა და იცის მხოლოდ ცესკომ იმიტომ რომ მათთან შეთანხმება იყო საჭირო. საიდან იცის "ქართულმა ოცნებამ" რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, რატომ იცის ეს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
 
მისივე თქმით ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად. ის მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს და ასევე სადამკვირვებლო მისიებს განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ 5-დან 8 საათამდე. ნიკა გვარამიას განცხადებით, სწორედ ამ დროისთვის შეეცდება ხელისუფლება შედეგების გაყალბებას.
 
„ჩვენ არ მოგცემთ ეგზიტპოლების გაყალბების საშუალებას, არც არჩევნების გაყალბების საშუალებას. ხედავთ როგორ მუშაობს კურიერი. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველა დამკვირვებელს, რომ არ მისცენ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა, ეს იგეგმება 05:00-დან 08:00 საათამდე. განსაკუთრებით ყურადღებით იყონ ამ დროს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

წინა სტატია„უბნების დახურვამდე საათნახევარია დარჩენილი, თუმცა ყველა ამ დრომდე არსებული მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია და ამ გამარჯვებას ბოლომდე დავიცავთ” – ზაალ უდუმაშვილი,
შემდეგი სტატიაამ წუთებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში საგანგებო თათბირი იმართება, რომელშიც სუს-ის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური