მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მალადეც, აგიტატორებო!'' - ,,ქართული ოცნება'' საარჩევნო უბნებზე დარაზმული თავისი აგიტატორების მონაცემებზე დაყრდნობით...

,,მალადეც, აგიტატორებო!” – ,,ქართული ოცნება” საარჩევნო უბნებზე დარაზმული თავისი აგიტატორების მონაცემებზე დაყრდნობით სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებულად აცხადებს

Published on

ამ დროის მონაცემებით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, – აღნიშნული განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
 
როგორც მდინარაძემ განმარტა, აღნიშნულის თქმის საფუძველს პარტიის კოორდინატირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს. ამასთან, მდინარაძემ ამომრჩეველს საარჩევნო აქტიურობისკენ მოუწოდა.
 
“შედეგი იქნება სასურველი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები. ჩვენს კოორდინატორებსა და აქტივისტებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გარკვეულ აღრიცხვას აწარმოებენ, ეს ადამიანები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ პარტიისათვის. მათი მონაცემების და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, შეგვიძლია წინასწარი დასკვნები გავაკეთოთ – ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს. ჯერჯერობით, ვიდრე ხმები არ დაითვლება არაფერზე კატეგორიულად საუბარი არ შეიძლება, მაგრამ წინასწარი მონაცემები ნამდვილად ასეთია. ამ დემოკრატიულ პროცესს ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...