მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ვარშალომიძე: ბათუმის #1 საშუალო სკოლასთან ამომრჩევლებს ფულს ურიგებენ. ჩვენ აღვკვეთავთ მსგავს...

ლევან ვარშალომიძე: ბათუმის #1 საშუალო სკოლასთან ამომრჩევლებს ფულს ურიგებენ. ჩვენ აღვკვეთავთ მსგავს ფაქტებს ”

Published on

აჭარის მთავრობის ყოფილი  თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი აჭარაში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ 10:00 საათის მონაცემებით მხოლოდ ბათუმში 20-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის ადგილი ჰქონდა ამომრჩევლებისთვის ფულის დარიგების ფაქტს.
 
„ყველასთვის ნათელია და გასაგებია უკვე… დილის 10:00 საათისთვის მხოლოდ ბათუმში 20 -ზე მეტი დარღვევაა უკვე დაფიქსირებული. უფრო მეტს გეტყვით, კარგად ვნახეთ კადრები ბათუმის #1 საშუალო სკოლასთან როგორ ხდებოდა ფულის დარიგება. პირდაპირ გეტყვით, ვერ მოახერხებენ იმიტომ, რომ ყველა უბანზე გავალთ. ავღკვეთავთ ფულის დარიგებას. მინდა მთელს საქართველოს ვთხოვო, ბიძინა ივანიშვილმა, რომ არ გააყალბოს არჩევნები  ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ვიყოთ აქტიურები და პირობას გაძლევთ, რომ თითოეულ უბანს ჩვენ დავიცავთ,“-განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
 
„კურიერმა გაასაჯაროვა “ სკანდალური ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ახდენს ამომრჩევლების მოსყიდვას მმართველი პარტია – ფოტოები ოპოზიციამ მიაწოდა. ~
 
კოორდინატორის რვეულიდან ირკვევა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ხმების სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ ფულს უხდის.
 
კოორდინატორებს აქვთ ბიუჯეტი, მიღებული აქვთ ნაღდი ფული და შემდეგ აღრიცხავენ, ვის რამდენი მისცეს. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...