მთავარისიახლეებიპოლიტიკაის, რაც ღიმილის მომგვრელია პარლამენტარ მერაბ ქვარაიასთვის, საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევას...

ის, რაც ღიმილის მომგვრელია პარლამენტარ მერაბ ქვარაიასთვის, საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევას წარმოადგენს

Published on

,,არ ვიცი, ეს უფრო ალბათ ღიმილის მომგვრელია'' ასე უპასუხა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯურნალისტების კითხვას, საარჩევნო უბანზე ცოლთან ერთად შესვლასთან დაკავშირებით.
 
„მე ვიყავი იქ ჩემს შვილთან, დანიელთან და მის დედასთან ერთად. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით“, – აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.
 
ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის წევრმა არ იცის ან იცის და შეგნებულად არღვევს საარჩევნო კოდექსს, რომლის თანახმად მოქალაქეს ეკრძალება შესვლა კენჭისყრის ოთახში  იმ საარჩევნო უბანზე სადაც იგი, როგორც ამომრჩეველი, დარეგისტრირებული არ არის და უშუალოდ საარჩევნო ყუთთან მიყავს მეუღლე, რომელსაც ამ უბანზე შესვლის ნება არა აქვს. 
 
 
ცნობისათვის, დღეს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ხმის მისაცემად ზუგდიდის #15 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.
 
ქეთევან ყიფიანი, რომელიც მას ხმის მიცემისას ახლდა და ჟურნალისტებისათვის პოზირებდა,  ამ უბანზე არ არის რეგისტრირებული და შესაბამისად, მას პროცედურა არ გაუვლია.
 
,,ლაივ პრესის'' ფოტო
 
ამ ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დარღვევად აფასებს. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, არჩილ თოდუა განმარტავს, რომ  რეალურად, უბანზე ყოფნის უფლება აქვს კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს და იმ ამომრჩევლებს, რომლებიც კონკრეტულ უბანზე არიან რეგისტრირებული. როცა ამომრჩეველი შედის უბანზე, ის ჯერ გადის შემოწმებას, არის თუ არა მარკირებული. ამის შემდეგ უნდა მივიდეს რეგისტრატორებთან, მოძებნოს საკუთარი თავი სიაში. თუ ქეთევან ყიფიანმა არ  იცოდა, რომ არ იყო რეგისტრირებული, იგი არ უნდა შესულიყო საარჩევნო უბანზე“,  განმარტა არჩილ თოდუამ
 
 
 
 
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...