მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი: ძალიან მძაფრი კონკურენციაა. მეორე ტური გარდაუვალია

დავით უსუფაშვილი: ძალიან მძაფრი კონკურენციაა. მეორე ტური გარდაუვალია

Published on

ჩვენი მონაცემებით, ძალიან მძაფრი კონკურენციაა, მძაფრი ბრძოლაა ყველა ადგილისთვის, პირველისთვისაც და მეორესთვისაც. ყველა ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს განაპირობებს არა მხოლოდ ამ არჩევნების შედეგს, არამედ იმასაც, რა დინამიკით წარიმართება ორშაბათიდან საქართველოში პოლიტიკური პროცესი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
 
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მეორე ტური გარდაუვალია.
 
„არჩევნების დასრულებამდე დარჩენილია ზუსტად ორსაათახევარი. ეს არის იმდენი დრო, რომ 10-15 წუთი კიდევ კარგად დაფიქრდეთ და მიბრძანდეთ თქვენს საარჩევნო უბანზე. თქვენი ხმით შესაძლოა გავლენა მოახდინოთ არჩევნების შედეგზე. ჩვენი მონაცემებით არის ძალიან მძაფრი კონკურენცია, მძაფრი ბრძოლა ყველა ადგილისთვის, პირველისთვისაც, მეორესთვისაც. ყველა ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს განაპირობებს არა მხოლოდ ამ არჩევნების შედეგს, არამედ იმასაც, რა დინამიკით წარიმართება ორშაბათიდან საქართველოში პოლიტიკური პროცესი – ჩვენ წავალთ გამოსავლის ძიებისკენ თუ უფრო ღრმად ჩავეფლობით ჭაობში, გავაგრძელებთ სვლას მეტი კონფრონტაციისკენ თუ დავიწყებთ პრობლემების მოგვარებას.
 
რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვადევნებთ თვალს. აქტიურობას არა უშავს, თუმცა მეტი შეგვიძლია დღესაც და ბოლო 2 საათის იმედი გვაქვს. ვერ მოვიშორეთ ამ ქვეყნის მუდმივი ჭირი – თანამდებობის პირები, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელები არიან ჩართული ამ პროცესში, იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, ვნახეთ უამრავი ფურცელი, ეს სამარცხვინო თემები. დღემდე თუ მილიონები დაიხარჯა ბილბორდებში, დღეს უკვე 10 და 15-ლარად დაქუცმაცებულია ეს ფული. მე იმედი მაქვს ჩვენი ამომრჩევლის, რომ კაბინაში ის თავის გონების და გულის კარნახით გააკეთებს გადამწყვეტ არჩევანს",- განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ „სამწუხაროდ, ამ მძაფრ ბრძოლას ყველა პატიოსანი გზით არ ეწევა".
 
რაც შეეხება მეორე ტურს, როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მეორე ტური გარდაუვალია.
 
„ჩემი მონაცემებით და დაკვირვებით, ეს არის გარდაუვალი. თუმცა, ვინ იქნება მეორე ტურში, ეს არანაირად არ არის ცხადი. ყველა, ვინც ამ წუთებში ზეიმობს, ამას უსაფუძვლოდ აკეთებს",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
 

სიახლეები

ენგურზე „საიდუმლო ტერმინალი“ თითქმის მზადაა — რუსეთი საქართველოს გავლით ახალი სატრანზიტო გზის გახსნას გეგმავს

წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული პროექტი, რომლის შესახებაც 2024 წელს მხოლოდ ვარაუდებით საუბრობდნენ, დღეს თითქმის დასრულებულია:...

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...