მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი": ამაღამ იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. მინდა, მივმართო ყველას, ვისაც ევალება ამომრჩევლის...

დავით უსუფაშვილი”: ამაღამ იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. მინდა, მივმართო ყველას, ვისაც ევალება ამომრჩევლის ხმის ადეკვატურად ასახვა საარჩევნო ოქმში, დაიცვას კანონი

Published on

„მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში იქნება მეორე ტური,“ – ეს განცხადება, „შენების მოძრაობის” თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
 
დავით უსუფაშვილი არჩევნების დასრულებას აფასებს და ამბობს, რომ ის დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში იქნებიან მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე.
 
„მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მეორე ტურში იქნებიან სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. მე არ ვიცი რომელი იქნება პირველ და რომელი იქნება მეორე ადგილზე, როგორც ჩანს, ამაღამ იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სწორედ ამისთვის და მინდა, მივმართო კომისიის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ევალება ამომრჩევლის ხმის ადეკვატურად ასახვა საარჩევნო ოქმში, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...