მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არ უგინებია, დაიგინა.'' გრეჩიხას რემიქსი ტყაიაში: ,, ნასვამი არ ვარ, უბრალოდ...

,,არ უგინებია, დაიგინა.” გრეჩიხას რემიქსი ტყაიაში: ,, ნასვამი არ ვარ, უბრალოდ რაღაცეები ვთქვი” – აცხადებს მერის წარმომადგენელი

Published on

სოფელ ტყაიაში მერის წარმომადგენელი ედემ კეკუტია ადასტურებს, რომ საარჩევნო უბანზე იყო მისული. მისი თქმით, არავისთვის უგინებია, თუმცა „რაღაცები“ თქვა. ამბობს, რომ ქუჩაში იდგა, როცა „პროვოკატორები მოვიდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს და პასუხი თავადაც გასცა.
 
„გარეთ ვიყავი ქუჩაში. რაღაცები ვთქვი. გინება არა. ვიღაც ქალბატონი მოვიდა, ქუხილავა, ბეიჯით ქუჩაში რომ ვიდექი. მერე შევყევი ჩემთვის საჭირო რომ არ იყო, იმ ადგილას. კარი გადავლახე, ის ეზო. არ უნდა შევსულიყავი. დედა არ მიგინებია“, 
 
მისი თქმით, ნასვამი არ არის და მზად არის შემოწმებისთვისაც. ედემ კეკუტია გამორიცხავს ამომრჩევლებზე რაიმე სახის ზეწოლას. რატომ იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე, განმარტა – „მაშინ მივედი. კარგი, არ მინდა ახლა ამაზე გაგრძელება. ესენი არიან პროვოკატორები და პროვოკაციას ახდენენ და მე გავედი. მორჩა“.-  ამბობს მერის წარმომადგენელი 
 
შეგახსენებთ, ტყაიის 71- ე უბანზე სოფლის გამგებელი ნასვამი მივიდა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მისამართით იგინებოდა. ედემ კეკუტიას მიერ ამომრჩეველზე ზეწოლისა და გამოთქმული გინებისა და ქმედებების ამსახველი ვიდეო ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელმა ტელეფონით გადაიღო და ტელეკომპანია „ოდიშს“ მიაწოდა.  

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...