მთავარისიახლეებიპოლიტიკარაზე ისაუბრა გრიგოლ ვაშაძემ საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრაზე? რას ეტყვიან მათ სხვა კანდიდატები?

რაზე ისაუბრა გრიგოლ ვაშაძემ საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრაზე? რას ეტყვიან მათ სხვა კანდიდატები?

Published on

პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან, ვინც 28 ოქტომბრის ხმის მიცემის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს.
 
შეხვედრები უკვე დაიწყო და ინდივიდუალურ რეჟიმში ეუთო-ს, ნატო-ს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და PASSE-ს დამკვირვებლებთან დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
 
ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლებს უკვე შეხვდა  გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატ იგრიგოლ ვაშაძე.
 
შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დამკვირვებლებს  მიაწოდა ინფორმაცია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე , მათ შორის ბიზნესისა და მოქალაქეების დაშინებაზე.
 
„ჩვენი მოკავშირეების მიერ გამოგზავნილია საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები, ადამიანები ვინც უნდა უზრუნველყონ ის, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მაქსიმალურად პატიოსნად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს.
 
ე.წ. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ეს ძნელი განსახორციელებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ხალხმა ობიექტური ინფორმაცია მიიღოს იმაზე, როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ, რამდენად არათანაბარი იყო პირობები, რამდენად არათანაბარი იყო დაფინანსება, როგორ არის ბიზნესი დაშინებული, რომ მხარი არ დაუჭიროს გაერთიანებულ ოპოზიციას, როგორ არიან მოქალაქეები დაშინებული, რომ თავისი აზრი არ გამოხატონ და რაც ყველაზე მთავარია, რამდენი ხანია გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოდან ითხოვს ამომრჩევლების სიას. ამაზე დიდი აბსურდი მე არ გამიგია. ცესკო უარს ეუბნება 11 პოლიტიკურ პარტიას, რომ მისცეს ამომრჩევლების სია. ეს არის ე.წ. „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის საოცარი დემოკრატია, რომელიც ყვავის, იფურჩქნება და რომელშიც სამწუხაროდ, გვიწევს ცხოვრება,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...