მთავარისიახლეებისამართალი„ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ხელისუფლება ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს

„ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ხელისუფლება ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს

Published on

სუპერმარკეტების ქსელის  „ფრესკოს“ დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ დღეს ხელისუფლება ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა.
 
 ფინანსთა სამინისტრომ მილიონი ლარით დააჯარიმა, პარალელურად ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესმენის მთელი ქონება და ყველა ანგარიში დააყადაღა.
 
ვასილ სოფრომაძე ამბობს, რომ ფორსირებული შეტევა მის ბიზნესზე და პირადად მასზე, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ  დაგეგმა.
 
ბიზნესმენის თქმით, ხელისუფლებამ სუპერმარკეტების ერთ-ერთ მსხვილი ქსელის დევნა, სამი წლის წინ დაიწყო, ხოლო მილიონიანი ჯარიმა ბიზნესზე ზეწოლის ფინალი იყო.
 
თავდაპირველად ვასილ სოფრომაძეს ბიზნესის გასხვისება ან ბაზრის სხვა მოთამაშეებთან გაერთიანება შესთავაზეს. "ფრესკოს" წინააღმდეგ ბრძოლა სოფრომაძის მტკიცებით, სუპერმარკეტების ქსელის საფასო პოლიტიკამ განაპირობა.
 
"ფრესკოს" დამფუძნებლის სკანდალური განცხადების შესახებ სოფრომაძის პრესკონფერენციიდან შეიტყო ბიზნესომბუდსმენმა. ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, მილიონი ჯარიმა „ფრესკოს“ მფლობელს შეუძლია გაასაჩივროს.
 
სოფრომაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო მას უმტკიცებს, რომ შვიდი წლის წინ არ განაბაჟა ავტომობილი. თუმცა 2011 წელს შეძენილი მანქანა სამინისტროს შვიდი წლის შემდეგ გაახსენდა და სადავო 3 ათასი ლარის გამო მრავალმილიონიანი ქონება დაუყადაღა.
 
„ფრესკოს“ მფლობელი ფინანსთა სამინსიტროს მთავარ პროკურატურაში უჩივის. ირკვევა, რომ მილიონიანი ჯარიმა შემოსავლების სამსახურმა „ფრესკოს“ იმ პროდუქციის გამო დააკისრა, რომელიც სუპერმარკეტების ქსელმა დანაკარგად გაწერა, თუმცა პროდუქციაზე რომელიც „ფრესკოს“ არ გაუყიდია ფინანსთა სამინისტრო ბიზნესმენს მოგების გადასახადს სთხოვს.
 
მთავარ პროკურატურაში შეტანილ საჩივრის პარალელურად, „ფრესკოს“ დამფუძნებელი ფინანსთა მინისტრისთვის გაგზავნილი წერილის პასუხის მოლოდინშიცაა, სადაც სოფრომაძე დეტალურად აღწერს იმ ვითარებას, რამაც შესაძლოა, მისი ბიზნესი დრამატულად დააზიანოს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....