მთავარისიახლეებისამართალიგორელი გოგონას მკვლელი სააკაშვილის ხელისუფლებამ 17 წლით ჩასვა ციხეში, 9...

გორელი გოგონას მკვლელი სააკაშვილის ხელისუფლებამ 17 წლით ჩასვა ციხეში, 9 თვის წინ კი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა

Published on

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის იაგო ნებიერიძე მძიმე დანაშაულის გამო რამდენჯერმე ნასამართლევია. პირველად ის პოლიციამ 11 წლის მოზარდის გატაცების საქმეზე 2004 წელს დააკავა. გამოძიებამ მაშინ დაადგინა, რომ 20 წლის ნებიერიძე ბავშვის მშობლებს გამოსასყიდს – 20 ათასი ლარს სთხოვდა. ოჯახი ფულის გადახდას დათანხმდა, თუმცა ამის მიუხედავად, 14 წლის წინ გატაცებული არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი ისევ უცნობია.
 
იაგო ნებიერიძე 2004 წელს მამასთან ერთად გატაცებული ბავშვის ოჯახში მუშაობდა. დაკავების დროს ახალგაზრდას ბრალი ორი მძიმე მუხლით წაუყენეს. საბოლოოდ ის მოსამართლემ გამოძალვის ნაწილში დამნაშავედ ცნო, თუმცა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში გაამართლა.
 
2004 წელს დაკავების დროს იაგო ნებიერიძე ამტკიცებდა, რომ ის სცემეს. მაშინ მის უფლებებს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იცავდა და პატიმარზე ძალადობის საქმის გამოძიებას მოითხოვდა.
 
ნებიერიძის ადვოკატი წლების წინ ზურაბ ნეფარიძე იყო, რომელიც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია. ქრთამის აღების ბრალდებით შარშან დააკავეს, ამიტომ მასთან ინფორმაციით გადამოწმება ვერ მოხერხდა.
 
კიდევ ერთი მძიმე დანაშაული, რომელსაც ნებიერიძეს ედავებიან, ახალგაზრდა ქალზე ძალადობაა. ბრალდებულის მეზობლები „კურიერთან ყვებიან“, რომ 25 წლის მამაკაცმა დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად გოგონა გაიტაცა, გადამალა და ოჯახს ამ შემთხვევაშიც გამოსასყიდი მოსთხოვა.
 
იაგო ნებიერიძე გუშინ ღამით პოლიციამ 9 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. სპეცოპერაცია გორში, რუსთაველის ქუჩაზე ნებიერიძის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა.
 
ისევე როგორც, 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე, სხვა დანაშაულებზეც ბრალდებულის დედა შვილის სიმართლეში დარწმუნებულია.
 
დავით ნებიერიძემ ციხე ცხრა თვის წინ დატოვა. ის სასჯელს ყაჩაღობის მუხლით იხდიდა. „კურიერის“ ინფორმაციით, მას ყაჩაღობის ბრალდებით სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასჯელი პრეზიდენტის შეწყალების აქტით შეუმცირდა..

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...