მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე: საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს კარგი, სუფთა არჩევნები, რაც ქვეყანას...

დავით ბაქრაძე: საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს კარგი, სუფთა არჩევნები, რაც ქვეყანას წინ წაიყვანს

Published on

 “ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატის  დავით ბაქრაძის  განცხადებითა, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა ერთ-ერთი წინაპირობაა იმისათვის, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს.
 
“ბევრი უცხოელი დამკვირვებელია ჩამოსული, რაც ძალიან კარგია. ბევრ სხვა პირობასთან ერთად, ეს არის ერთ-ერთი პირობა იმის, რომ არჩევნები არ და ვერ გაყალბდება ხელისუფლების მხრიდან. მთავარია, მოვიდეს ამომრჩეველი და გამოხატოს საკუთარი ნება. რაც შეეხება დამკვირვებლებს, მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი, რა არის ჩვენი პარტიის და ჩემი როგორც კანდიდატის პროგრამა, ჩვენი მიდგომა ამ არჩევნების მიმართ და რატომ არის მნიშვნელოვანი ყველასთვის, პირველ რიგში საქართველოსთვის, რომ ჰქონდეს კარგი, სუფთა არჩევნები, რაც ქვეყნას წინ წაიყვანს. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ხვალინდელ დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა საკუთარ ნებას გამოხატავს. ამ ყველაფრის შედეგად საქართველო წავა წინ და გვექნება საიმედო ხვალინდელი დღე,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ 
 
პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან, ვინც 28 ოქტომბრის ხმის მიცემის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს. პრეზიდენტობის კანდიდატების ინდივიდუალური შეხვედრები ეუთო-ს, ნატო-ს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და PASSE-ს დამკვირვებლებთან დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. მათ უკვე შეხვდა გაერთიანებული ოპოზიციის საპეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...