მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა სარალიძე დაკავებულია

ზაზა სარალიძე დაკავებულია

Published on

ზაზა სარალიძე დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ელისო კილაძემ ავრცელებს.
 
როგორც კილაძემ "რუსთავი 2"-ს  განუცხადა, ცოტა ხნის წინ მას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შვილმკვდარი მამების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დაურეკა და სარალიძისა და აქციის კიდევ 2 მონაწილის დაკავებაზე ინფორმაცია მიაწოდა. 
 
მომხდარის შესახებ კილაძემ სოციალურ ქსელში, საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზეც დაწერა:"უმტყუნათ ნერვებმა ზაზა დაიჭირეს სარალიძე."
 
სულ რამდენიმე წუთის წინ ელისო კილაძემ გაავრცელა დამატებითი ინფორმაცია, რომ ზაზა სარალიძე გადაყვანილია კახეთის გზატკეცილზე შს სამინისტროს შუშის შენობაში 
 
,,ბოლტონის ვიზიტისას ვინც ეს გააკეთა,ნორმალურია?ის ფიქრობს ქვეყანაზე?'' – დასძენს ელისო კილაძე.
 
ინფორმაციას ზაზა სარალიძის დაკავების შესახებ პირცველივე წუთებიდან მოყვა ინტერნეტმომხმარებლის მძაფრი რეაქცია: 
 
,,ბიძინას რო ეთერი აქ და ამ დროს სარალიძეს იჭერენ …. ამას ვინც გეგმავს თავში ტვინი არა აქვს ???''
 
,,მგონი ხალხის გარეთ გასვლას და საბაბით არჩევნების ჩაშლას ჩალიჩობენ.''
 
 
,,ზაზა სარალიძე პოლიციამ კი არა, ქართველმა ხალხმა დაიჭირა თავის უმოქმედობით! გრცხვენოდეთ!''
 
,,გარდაუვალი იყო ზაზას დაჭერა,ინაუგურაციისთვის ველი მოასუფთავეს.სუბელიანის დაკვეთა ხომ არაა დუმილის სანაცვლოდ''.
 
,,ეს უკვე სახიფათოა ! განგაშის ზარები!!!'' – წერენ სოციალურ ქსელში

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...