მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა სარალიძე ადგილს უნახავს ნაციონალებს იმ მიტინგზე- ბიძინა ივანიშვილი

ზაზა სარალიძე ადგილს უნახავს ნაციონალებს იმ მიტინგზე- ბიძინა ივანიშვილი

Published on

ზაზა სარალიძე ადგილს უნახავს ნაციონალებს იმ მიტინგზე – ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილი მოკლული მოზარდის მამის საპროტესტო აქციაზე დაკავებას.
 
მისი თქმით, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ეს ხელისუფლება არ იმსახურებს საპროტესტო აქციებს. ივანიშვილი ამბობს, რომ რუსთაველზე წინასაარჩევნოდ პროვოკაციებს გეგმავდნენ, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს.
 
"ესე არ შეიძლება პოლიტიზირება. ის, რომ ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას,“ ეს ხომ ყველამ ვიცით. ის კარავი რისთვის დგას ხომ ვიცით. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გამჭვირვალეა, კომისია თუ რა. მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. ეს არის ხელწერა ახალი ხელისუფლების,"-ამბობს ივანიშვილი.
 
მისი თქმით, სასამართლო რომ ხელისუფლებას არ ემორჩილება ამის დასტურია, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები არ გაიზიარა. 
 
„მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, რომ ხელს ნუ შეუშლის, არ არის ეს ზეწოლა ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება ამას, რაც ხდება. არ არის საჭირო ქუჩა. ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული, დაველოდოთ, დაველოდოთ სასამართლოს ვაცადოთ. რად უნდა ის კარავი რომ ააგო იქ. გეკითხებით ყველა ჟურნალისტს და საზოგადოებასაც, სამ დღიანი მიტინგი ჰქონდა გამოცხადებული რუსთაველზე. შემთხვევით გადადეს? ზაზა სარალიძე უკაცრავად ვარ და პირველი იყო იმ მსხვერპლში რასაც ეგენი გეგმავდნენ და აბა წარმოიდგინეთ რა ტრაგედია დატრიალდებოდა. რატომ გეგმავდნენ სამ დღიან მიტინს? აბა მითხარით, ტყუილად გეგმავდნენ? სამართალდამცველებმა მოახერხეს, რაღაც იქ პრევენცია გაუკეთეს და გადაიდო პროცესი. აი რატომ დგას რუსთაველზე და სად ჩანს იმის ხიფათი, რომ სამართალი სწორი მიმართულებით არ ვითარდება. ის რომ რუსთაველზე ის ადგილს უნახავს "ნაციონალურ მოძრაობას, რუსთაველი აქვს დაკავებული მივა და აქ განავითარებენ,“-ამბობს ივანიშვილი.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...