,, საქართველოს აქვს ისტორიული ინსტიქტი მოღალატეებზე”.- განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა .პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“

0
378
პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ვიდეო ჩართვისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  შეეხო რამდენიმე საკითხს, რომელიც ნიშანდობლივია დღეს არსებული სიტუაციისათვის . 
 
 
,, საქართველოს გადარჩენის საკითხია, რომ ქვეყანა არ იქცეს ნარკოპლანტაციად''
 
“ფუნდამენტურია და საქართველოს გადარჩენის საკითხია, რომ საქართველო არ იქცეს ნარკოპლანტაციად. მე არ ვიცი ვინ რას ამბობს, მაგრამ ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ქართველისთვის, ადამიანისთვის, ვინც შექმნა ქართული სახელმწიფო, მეგობრებთან ერთად, საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევა ნიშნავს საქართველოს სახემწიფოებრიობის დასრულებას და ქართველების გენეტიკური კოდის შეცვლას, რომ ვერასდროს შევქმნათ სახელმწიფო. ამაზე უკეთესი საჩუქრის გაკეთებას საქართველოს მტრისთვის ვერავინ მოიფიქრებდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
 
 

ივანიშვილმა დღეს ვერ შეძლო სპორტის სასახლის შევსებაც კი, თავისი მოღალატე წუნკალი დედაკაცის მხარდასაჭერად,
 
– განაცხადა  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატზე სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას მისი თქმით, საქართველო არ მისცემს ხმას ქვეყნის მოღალატეს. მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „ველური ფანტაზიების განმახორციელებელიც“ უწოდა.
 
„ეს ქალბატონი არ არის, ეს არის წუნკალი, მოღალატე დედაკაცი. სხვა ამას სახელი არ ჰქვია. ქალბატონად მისი მოხსენიება ძნელია. ეს არის მღალატე საქართველოსი. ჩემთვის სულ ერთია ეს ქალი იქნება თუ კაცი. ეს არის ნამდვილი მოღალატე საქართველოსი. ეს არის ადამიანი, ვინც დააბრალა საქართველოს ომის დაწყება, ვინც დააბრალა საქართველოს წითელუბნის დაბომბვა და ომის დაწყება დააბრალა საქართველოს და ამერიკას ერთად. ეს ქალი არის ყველაზე უფრო ველური ფანტაზიების განმახორციელებელი ვლადიმერ პუტინის და საქართველოს მტრების. ამ ქალს საქართველო არ აირჩევს, რადგან საქართველოს აქვს ისტორიული ინსტიქტი მოღალატეებზე. როგორც არ უნდა შეფუთონ, ის ვერასდროს გახდება საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 

 
აბსოლუტური გონებაშეზღდული დეგენერატის გარდა ამას ვერავინ დაიჯერებს
 
მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ერთ-ერთ უკრაინულ ვებ-გვერდზე განთავსებულ  აუდიოჩანაწერს, რომელიც თითქოს ასახავს მის საუბარს    თემურ ალასანიასთან.  . აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამბობს: „ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, დღეს გავრცელებული ჩანაწერი არ შეესაბამება სიმართლეს და ის არის „ივანიშვილის კატასტროფის გადასაფარად“ მოგონილი თემა.
 
„უკრაინული ვებ-გვერდი სწორედ იმიტომ მოიგონეს, რომ არანაირი საუბარი არ არსებობს. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა – ბიძაჩემის ხმა საერთოდ არ არის ბიძაჩემის ხმა. ინტერესის გულისთვის მოვისმინე ეს სისულელე და ეტყობა ვიღაც მსახიობი ჩაწერეს. ჩემი ნაკრებები არის რაღაც. ერთხელ უკვე გამოიყენეს მათ დაახლოებით ასეთი ჩაწერილი საუბრები 2016 წელს. ეს არის სხვადასხვა ჩაწერილი საუბრები 2015 წლამდე სხვადასხვა თემებზე.
. თუ ივანიშვილს უნდა, რომ ამით გადაფაროს თავისი სრული კატასტროფა და კრახი, რაც არის საქართველოში, ეს არ გამოუვა.
 
რეალურად საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაცია მართლაც ხდება და ეს მოახდინა ქართველი ხალხის ძარცვამ. ივანიშვილი გადაიქცა „ალიბიძინად და 40 ყაჩაღი“ ბანდიტური დაჯგუფების ხელმძღვანელად, რომელმაც გაძარცვა საქართველო“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
 
ბევრად უფრო მეტის გადამხდელი ვარ, ვინც დაიჭერს კობახიძეს და შეკრეჭს თმას
 
. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებაში დღეს დაბალი დონის ადამიანები არიან.
 
„ბევრად უფრო მეტის გადამხდელი ვარ, ვინც დაიჭერს კობახიძეს და შეკრეჭს თმას. შეუძლებელია ასეთი ადამიანები იყვნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. მე ამ შემთხვევაში მხოლოდ გარეგნულ მხარეს არ ვგულისხმობ. საუბარია ძალიან დაბალი დონის ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ შექმნან ასეთი ფონი, ივანიშვილის მიერ საქართველოს დასამარების. ამას წერტილს 28 ოქტომბერს დავუსვამთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რითაც გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელიც თითქოსდა ბიძასთან, თემურ ალასანიასთან საუბარს ასახავს.
 
 
 

სხვა თუ არაფერი კეზერაშვილს ხალხი სარდაფებში არ ჩაჰყავდა და ბოტასების ქურდობისთვის ნასამართლევი არ არის
 
“ფარცხალაძეს და კეზერაშვილს არ შევადარებდი ერთმანეთთან, სხვა თუ არაფერი კეზერაშვილს ხალხი სარდაფებში არ ჩაჰყავდა და ბოტასების ქურდობისთვის ნასამართლევი არ არის“ –  განაცხადა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმ. ამისი თქმით, ,,კეზერაშვილს ივანიშვილის მთავრობასთან არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ აქვს, რითაც ყველაფერი ნათქვამია.''
 
 
წინა სტატიააშშ პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბალტონი თბილისში იმყოფება
შემდეგი სტატიაზუგდიდში გრიგოლ ვაშაძის პლაკატები ჩამოხიეს და პუტინის გამოსახულებიანი ფოტოები გადააკრეს წარწერით ФСВ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური