მთავარისიახლეებიპოლიტიკამალხაზ მაჩალიკაშვილი: პროვოკაციები ყოველდღე, ზოგჯერ დღეში 2-3-ჯერაც ხდებოდა. საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი: პროვოკაციები ყოველდღე, ზოგჯერ დღეში 2-3-ჯერაც ხდებოდა. საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

Published on

„ეს გრძელდება პირველი დღიდან, 10 სექტემბრიდან, ყოველთვის ცდილობდნენ ან ჩემი ან ზაზას პროვოკაციაზე წამოგებას. ყოველდღე ხდებოდა, დღეში 2-3-ჯერაც ხდებოდა,“- ასე გამოეხმაურა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ზაზა სარალიძის დაკავებას. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, შვილმოკლული მამების წინააღმდეგ პროვოკაციები ხორციელდებოდა.
 
მაჩალიკაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ ზაზა სარალიძის გასათავისუფლებლად. მისი განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
 
„შეზღუდული გვქონდა ყველანაირი ცოტათი მაინც ადამიანურად გვეგრძნო იმ პარლამენტის წინ ამ წვიმაში, ამ სიცივეში, რაღაც პალატკისმაგვარი, ან ცელოფანისმაგვარი შემოგვეკრა გარშემო, რომ არ დავსველებულიყავით, გვზღუდავდნენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზაზა იქნას გათავისუფლებული, აქციები გაგრძელდება, აქციები არ შეწყდება. აქციები თავისას გააკეთებს,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
 
ზაზა სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
 
შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...