მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხელისუფლება ემზადება არჩევნების მასობრივად გასაყალბებლად და ძალიან ეშინია ორი შვილმოკლული...

,,ხელისუფლება ემზადება არჩევნების მასობრივად გასაყალბებლად და ძალიან ეშინია ორი შვილმოკლული მამის, რომელიც რუსთაველზე დგას“ – ელისო კილაძე

Published on

„ხელისუფლება ემზადება არჩევნების მასობრივად გასაყალბებლად და მას ძალიან  ეშინია ორი შვილმოკლული მამის, რომელიც რუსთაველზე დგას,“- ასე გამოეხმაურა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის დაკავებას.
 
კილაძის თქმით, შვილმოკლული მამები პროტესტს არ შეწყვეტენ, რადგან სიმართლე ისევ დასადგენია.
 
„მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს პროვოკაციები თავიდან აგვეცილებინა. პოლიცია სისტემატურად, კვირების განმავლობაში ძალადობდა. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ზაზა სარალიძის დაკავებით შვილმოკლული მამების პროტესტი დასრულდება, ტყუილად ფიქრობს, იმიტომ, რომ ეს მუხტი არსად წასულა. სამართალი ისევ საძებარია და უნდა გაგვცენ პასუხი კითხვაზე, ვინ მოკლა დათო სარალიძე. როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ უზნეობაა გირგვლიანისა და სარალიძის შვილის მკვლელობის ერთმანეთთან შედარება, აქვე დგას მეორე მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც შვილი სუს-მა მოუკლა,“- განაცხადა ელისო კილაძემ.
 
შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...