მთავარისიახლეებიპოლიტიკახეგლეჯიას ხალხი ოპოზიციის კანდიდატის საარჩევნო პლაკატებს გლეჯს, კანდიდატი კი მარშალის...

ხეგლეჯიას ხალხი ოპოზიციის კანდიდატის საარჩევნო პლაკატებს გლეჯს, კანდიდატი კი მარშალის ფონდის ორგანიზებით უცხოელი ექსპერტების, ჟურნალისტებისა და მკვლევარების ჯგუფს ხვდება

Published on

 მარშალის ფონდის ორგანიზებით თბილისში ექსპერტები, ჟურნალისტები და მკვლევარები მართავენ შეხვედრას. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდებიან და გაეცნობიან წინასაარჩევნო გარემოს.
 
დღეს მათ ინფორმაცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დახურულ შეხვედრაზე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიაწოდა.
 
„უპირველეს ყოვლისა, მათ აინტერესებდათ ის, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, რაზეც მეც და ჩემმა კოლეგებმაც გაერთიანებული ოპოზიციიდან ამომწურავი პასუხი გავეცით ფაქტებით, ციფრებით იმაზე, რა დარღვევები ხდება და როგორ გაიზარდა ის დარღვევები 2016 და 2017 წლის არჩევნებთან შედარებით, რაც რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, მაგრამ ფაქტი არის და რა თქმა უნდა, რაც დრო დაგვრჩა, ეს შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
ენმ-ის წევრის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებისა და სუს-ის მხრიდან ადამიანების დაშინებაზე, საქმის კურსში ჩააყენეს შეხვედრის მონაწილეები. 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...