მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი პატარაა, მაგრამ მაღალი, სააკაშვილი მაღალია, მაგრამ პატარა. თურმე.

ივანიშვილი პატარაა, მაგრამ მაღალი, სააკაშვილი მაღალია, მაგრამ პატარა. თურმე.

Published on

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ უკაცრავად და მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელიც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბარს ასახავს.
 
ივანიშვილის განმარტებით, „მისი ლიკვიდაცია იოლი არ არს, რაზეც გვარამია ოცნებობს“.
 
„ის, რომ ხომ არ არის სასარგებლო და საინტერესო „ქართული ოცნებისთვის“, რომ იგივე ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგება დღეს ოპონენტად, არამც და არამც ასე არ არის. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ისევე ღარიბი გვაქვს ნებისმიერი მიმართულება, პროფესიის მხრივ, თუ შიგთავსით. პოლიტიკური ისთებლიშმენტი არის ისეთივე ღარიბი, როგორც ჩვენი ეკონომიკა და მხოლოდ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ეს დესტრუქციული ძალა არის წარმოდგენილი ოპოზიციად. როგორ შეიძლება ეს სასარგებლო იყოს ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკისთვის. შეხედეთ არჩევნებს, ეს ქალბატონი(სალომე ზურაბიშვილი) არის უახლოესი ისტორიის სიმბოლო, ევროპაში მიიღო განათლება და დაბრუნდა სამშობლოში, როგორი სიტყვებით მოიხსენიებენ მას. მუდმივად მიანიშნებენ რევოლუციაზე. ეს არის დამაზიანებელი იმისთვის, რისკენაც ჩვენ მივდივართ, რომ როგორმე ეკონომიკის ტემპები დავაჩქაროთ. როცა ინვესტორი კითხულობს, რომ კაცი ბობოქრობს და ხვალ შეიძლება რევოლუცია მოახდინოს, გარწმუნებთ, რომ ის აქ ფულს არ შემოიტანს. გარწმუნებთ, რომ არ არის ეს სასარგებლო. მე ვიცი „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია, რომ გაცილებით რადიკალური პოზიცია გაქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, მაგრამ მე არ გეთანხმებით ამაში. ესენი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, ამ ქვეყანაში ყველას უნდა ეცხოვრებოდეს. არ უნდა მოხდეს გახლეჩვა. პატარა ერი ვართ და ამის რესურსი არ გვაქვს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ერი გახლიჩონ და დაანაწევრონ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 
მისივე თქმით, მისი ლიკვიდაცია იოლი არ არის, „რაზეც ნიკა გვარამია ოცნებობს“.
 
„იმ ჩანაწერების მე არ მჯერა, სანამ ავთენტურობა არ დადგინდება, რაც გუშინ გამოვიდა და რაზეც საუბრობდნენ პრეზიდენტი და მისი ბიძა, თუმცა არაფერი არ მიკვირს. ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვი, უკაცრავად და მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ. იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია, რაზეც გვარამია ოცნებობს. მაგათ მაშინ ჰქონათ ძალა, მგლის ხროვასავით ერთად რომ იყვნენ, მაშინ ჩაგრავდნენ ქართველ კაცს. ახლა მაგათ მაგის თავი სად აქვთ. არ იფიქროთ, წამსვლელები არიან, მაგრამ თუ ვინმეს რამის შიში გაქვთ, არაფრის შიში არ გქონდეთ. პატარა კაცები ებრძვიან ძლიერ ქალს, მაღალია სააკაშვილი, მაგრამ პატარა კაცია. მე მაინც მოთმინებას გთხოვთ. ესენი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან, გვარამიაც, კვესიტაძეც. მათ უნდა მოვექცეთ ისე, რომ ჩვენი კულტურა არ დავაზიანოთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...