მთავარისიახლეებისამართალიგორში გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

გორში გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

Published on

გორში, გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ განუცხადა.
 
მისივე თქმით, რამდენიმე საეჭვო ბინაში ჩატარდა ჩხრეკა და აღმოჩენილია სისხლის კვალი, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
 
„მივუსამძიმრებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილის ოჯახს, ეს მძიმე ტრაგედიაა საქართველოსთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წრამომადგენლების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, ინიციალებით ი.ნ. ჩატარებული ღონისძებების შედეგად, იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, დეტალურად იქნა შესწავლილი ყველა ბინა, სადაც აღმოჩენილი იქნა საეჭვო სისხლის კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზემოთხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ი.ნ. დაკავებულია“, – განაცხადა საბანაძემ.
 
დაკავებული მამაკაცი 33 წლისაა .შს მინისტრის მოადგილეს, დეტალებზე არ უსაუბრია.
 
მაგრამ ამაზე ჟურნალისტებთან საუბრობენ მოკლულის ოჯახის წევრები  და ახლობლები, ისინი ამბობენ, რომ  9 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული ბრალდებული პირის ვინაობა ცნობილია მათთვის, თუმცა სასტიკი მკვლელობის მოტივზე ისინი მაინც ვერ საუბრობენ.
 
სავარაუდოდ, მკვლელობა გოგონას საცხოვრებელი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული პირი კი არის მუშა, რომელიც სახლში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.
 
მიმდინარე გამოძიების დროს, როგორც ცნობილია, ცხედრის პოვნის შემდეგ, ძაღლებმა კვალი სწორედ ამ სახლისკენ აიღეს, სახლში კი სამართადამცველებმა სისხლის კვალი აღმოაჩინეს.
 
ოჯახის ახლობლებისთვის გაუგებარია, რატომ ჩაიდინა ამ პირმა მკვლელობა, მათ უჭირთ იმის გახსენება, თუ ვინ იყო ეს მუშა და რა კავშირი ჰქონდა მოკლულის ოჯახთან.
 
ოჯახის ახლობლები ასევე ამბობენ, რომ გოგონას სხეულზე აღენიშნება ძალადობის კვალი,  ის არის სასტიკად ნაცემი, მათ შორის ბლაგვი საგნითაც, ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული თავის არეში, შემდეგ არის გაკოჭილი, აქვს ცელოფნის ტომარა ჩამოცმული თავზე და ცხედარი მიტანილია მდინარე ლიახვის პირას, სადაც მოხდა მისი აღმოჩენა

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...