მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გია ხუხაშვილი არის უნიჭო ექსპერტი, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია'' -...

,,გია ხუხაშვილი არის უნიჭო ექსპერტი, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია” – ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია ,,დაუხურა მას ანალიზი”

Published on

გია ხუხაშვილი არის უნიჭო ექსპერტი, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
 
ივანიშვილის თქმით, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის დღევანდელი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს.
 
„გია ხუხაშვილი არის უნიჭო ექსპერტი. ყველგან ყველაფერი მოიარა. ძალიან ცუდად მოიქცა ჩვენთან და დიდი ხანია ჩემთან აღარ მოესვლება. სადაც კი შეიძლებოდა, ყველას მიეკედლა და საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, „ნაციონალებთან“ გაფორმდა. მე არ ვიცი, ხელფასს უხდიან თუ არა, მაგრამ პოზიციას, რასაც ის დღეს იჭერს, ერთი ერთზე „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს.
 
ერთი პერიოდი მაგას ილუზია ჰქონდა, რომ თვითონ მართავდა ყველა პროცესს. ამ დროს მაგის გამონათქვამებს რომ ვიხსენებ, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია. შევახსენებ თავად მას: როდესაც წინა საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც მარგველაშვილი დომინირებდა, მე მახსოვს მაგის ანალიზს აღარ ვისმენდი უკვე და ლამაზად ვწერდი, რომ არ მეწყენინებინა. მაინც გამალებით მიაღწია და ურეკში ჩამოვიდა ჩემთან და მარწმუნებდა, რომ ორი ვერსია ჰქონდა, რა შემთხვევაში გაიმარჯვებდა ბურჯანაძე. იქ მკვახედ ვუთხარი, რომ ორივე ვერსია შენთვის დამითმია, მაგის მოსმენაში დროს არ დავხარჯავ-მეთქი და იქ დავუხურე მაგისი ანალიზი. ასეთი ექსპერტია გია ხუხაშვილი,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...