მთავარისიახლეებიპოლიტიკაამომრჩეველთა ხმების დაცვის სქემა - საარჩევნო უბნებიდან ნებისმიერი დარღვევის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული...

ამომრჩეველთა ხმების დაცვის სქემა – საარჩევნო უბნებიდან ნებისმიერი დარღვევის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში აისახება

Published on

არჩევნებისთვის მზადების ბოლო ეტაპი დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიცია ამომრჩეველთა ხმებს ქვეყნის მასშტაბით 3 ათას 700-მდე უბანზე დაიცავს. 28 ოქტომბერს, ამომრჩეველს ნებისმიერი დარღვევის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სპეციალურ პორტალზე შეეძლება.  ვებპორტალზე ინტერნეტ კავშირით ნებისმიერი იმ მონაცემის გადაგზავნა იქნება შესაძლებელი, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
 
ხმების დასაცავად საგანგებოდ გადამზადდა 17 ათასი დამკვირვებელი. ვებ პორტალზე რეალურ დროში აისახება ინფორმაცია დარღვევების შესახებ. რუკაზე ყველა საარჩევნო უბანია დატანილი და ყველა დარღვევაც უბნის ლოგოს ქვეშ იქნება აღწერილი.
 
ამომრჩეველთა ხმების დასაცავად და გაყალბების ფაქტების გამოსავლენად, გაერთიანებულ ოპოზიციას სხვა მექანიზმიც აქვს.
 
პროგრამით სარგებლობა და დარღვევის შესახებ ინფორმაციის ოპერატიული გავრცელება შეუძლია ყველას. მთავარია ინტერნეტთან წვდომა, თავისუფალი 1 წუთი და ინფორმაცია საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში შევა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...