მთავარისიახლეებისაზოგადოება9 წლის ბავშვის ცხედარი გორში რაიონული სასამართლოს შენობაში იპოვეს

9 წლის ბავშვის ცხედარი გორში რაიონული სასამართლოს შენობაში იპოვეს

Published on

9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარის ამ დრომდე კომპლექსური ექსპერტიზა უტარდება. საგამოძიებო მოქმედებები კი ლიახვის ნაპირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც. კახა საბანაძემ საგამოძიებო მოქმედებები პირად კონტროლზე აიყვანა. უკვე შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, გოგონას ოჯახის წევრები კი დროულ გამოძიებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული და აუცილებელია, რომ მალე მოხდეს ამ კამერების ჩანაწერების შესწავლა.
 
"2 კამერა აყენია, ორ მაღაზიასთან, ორი მაღაზიაა, ორივე აკონტროლებს გზას. 50 მეტრის იქით რა მანქანა გავიდა. 10 წუთის განმავლობაში. მაგის პოვნას რა უნდა? თუ ეს მანქანა ვერ იპოვეს, მართლა მაგარი გვქონია ეს საქართველო," – განუცხადა მოკლული გოგონას ბაბუამ, ხვიჩა ბერიაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
 
რაზმაძე მომხდარის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვს მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც ცხედარი სხვა ადგილზე გადაასვენეს.
 
"მეზობლები საუბრობდნენ, რომ მანქანა დაეჯახა და მერე გადაიტანეს გვამი. აქ რაღაცა შემთხვევა იყო, ვიღაცამ შეგნებულად ჩაიდინა, მანიაკის გაკეთებულია… ვერაფერს ვერ იტყვით,"-აცხადებს დავით რაზმაძე. 
 
ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მკვლელობის ვერსიებზე ინფორმაცია არ აქვს, ვიზუალურად კი მისი თქმით, მოკლულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. 
 
მომხდარის ვერსიებზე კომენტარს არც ადგილზე ჩასული შს მინისტრის მოადგილე აკეთებს, რომელიც გამოძიების პროცესს ხელმძღვანელობს. მისი თქმით უწყება ყველა მიმართულებით მუშაობს და ყველაფერს გააკეთებს დამნაშავის გამოსავლენად. 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...