მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი სპორტის სასახლეში მხარდამჭერებთან, უფრო კონკრეტულად, ხელისუფლებასთან და მმართველ პარტიასთან ...

სალომე ზურაბიშვილი სპორტის სასახლეში მხარდამჭერებთან, უფრო კონკრეტულად, ხელისუფლებასთან და მმართველ პარტიასთან შეხვედრას მართავს

Published on

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში სპორტის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს.
 
შეხვედრაზე  იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები. შეხვედრას ასევე ესწრება „ქართული ოცნების“ სრული შემადგენლობა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი.
 
,,ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“, –  განაცხადა სიტყვით გამოსვლისას  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
 
მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა, ფრომ ,, -გარკვეული ძალების მიერ აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს ევროპული ტიპის კამპანია შესთავაზა''.
 
კახა კალაძემ  თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ქებათაქებას მოუძღვნა,  მაგრამ შიგადაშიგ სალომე ზურაბიშვილის გაახსენდა:
 
,,ჩვენ ყველა ეტაპზე ვცდილობდით, რომ ქვეყნის პოლიტიკაში დაგვემკვიდრებინა ახალი, მაღალი სტანდარტი, ევროპული ტიპის დემოკრატია და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდით ამ სტანდარტების გათვალისწინებით.
ამ სტანდარტის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011 წელს მიიღო გადაწყვეტილება, მოსულიყო ქართულ პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც ქვეყანაში იყო სრული ნიჰილისტური განწყობა და არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო არჩევნების – მშვიდობიანი გზით სისხლიანი რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეს მოვახერხეთ.
ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც ძალაუფლება და უმაღლესი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ამით საფუძველი ჩაუყარა, საქართველოსთვის სრულიად ახალ პოლიტიკურ მიდგომებს.'' განაცხადა კახი კალაძემ და ერთი -ორი სიტყვა სალომე ზურაბიშვილსაც შეაწია: ,,სალომე ზურაბიშვილი იქნება სახალხო პრეზიდენტი, იქნება სამაგალითო პრეზიდენტი, რომელიც დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობაში''.

 
 შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სალომე ზურაბიშვილის შვილი თემურ გორჯესტანი : .2006 წელს, მთელი ოჯახი ვეხვეწებოდით, რომ საფრანგეთში დაბრუნებულიყო, რათა მისი ფიზიკური უსაფრთხოების გვეშინოდა. გვეშინოდა, რადგან საქართველოში პოლიტიკა იყო საშიში. ამ თხოვნაზე დედაჩვენმა გვიპასუხა, რომ ბრძოლა მისი ვალდებულება იყო და პარიზში ჩამოსვლა იქნებოდა სამშობლოს მიტოვება. სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ხიდი თბილისიდან ბრიუსელამდე, თბილისიდან პარიზამდე და თბილისიდან ლონდონამდე. ჩვენ, როგორც დაბადებულები საფრანგეთსა და ამერიკაში ვვოცნებობთ იმაზე, რომ ევროპული და დასავლური ღირებულებები განვითარდეს საქართველოში. ადამიანის უფლებების დაცვა და თავისუფლება, დამშვიდებული პოლიტიკური შეჯიბრება არის მნიშვნელოვანი. დღეს ვფიქრობთ ბებიაზე და ბაბუაზე, ისინი ჩვენთან არიან. დრო მოვიდა ჩვენთვის, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა. პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას“ 
 
სალომე ზურაბიშვილს დასაცავი არაფერი ჭირს,  მისი მთავარი კონკურენტის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობას'' არ ამოძრავებს პოლიტიკური რევანში, (და ამის მაგალითი ხალხმა კრწანისში გაცხრომით მცხოვრები ედუარდ შევარდნაძის სახითაც ნახა) ,  მაგრამ თუ ხალხს არჩევნებში გამარჯვება მოპარეს,  ვინ დაიცავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილისა და მისი მხარდამჭერი ხელისუფლებისაგან – საკითხავი ეს არის.  
 

სიახლეები

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, წელს პირველად სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ცნობილია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში...

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...