მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მე მაქვს ბოდიში მოსახდელი იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგა ბოლო 6 წელიწადი"- სააკაშვილი...

„მე მაქვს ბოდიში მოსახდელი იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგა ბოლო 6 წელიწადი”- სააკაშვილი [Video]

Published on

მე მინდა ბოდიში მოვუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც იტანჯება იმითი და განიცდის იმ სიტუაციას რაც არის, იმიტომ რომ ის საშიში მტაცებელი, რომელიც მათ შორის გუშინ ვნახეთ ჩვენ ტელევიზორში, ბოდიში მინდა მოვუხადო იმისათვის, რომ დავუშვი მისი მოსვლა ხელისუფლებაში – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტების“ სპეციალურ გამოშვებაში გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ თავის დროზე, მოსახლეობისთვის საფრთხეების შესახებ უნდა აეხსნა. მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ციხის კადრებსაც ახსენებს, რომელიც 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებამდე გავრცელდა. „ალბათ უნდა გვქონოდა უკეთესი ინფორმაცია იმ დადგმულ კადრებზე და პროვოკაციებზე და მათ შორის, იქ შეიძლება გადაგვერჩინა სიცოცხლე ბარბარე რაფალიანცის. წინასწარ უნდა გვცოდნოდა, რომ ამ ბავშვს უპირებდნენ მოკვლას და ქვევრში ჩახრჩობას,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში 6 წელი დაკარგა. სწორედ ამ კონტექსტში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ბოდიშს უხდის. 
„მე მაქვს ბოდიში მოსახდელი იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგა ბოლო 6 წელიწადი, ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით, ჩვენ დავკარგეთ 6 წელიწადი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო საოცრად პროდუქტიული. ისეთი მაგარი ქვეყანა იქნებოდა უკვე საქართველო, ისეთ მაგარი პროექტები მიდიოდა, ისეთი მაგარი პერსპექტივები იხსნებოდა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შესახებ ამბობს, რომ ეს „ქურდული გარჩევა“ იყო და სხვა არაფერი. „ეკა კვესიტაძე გუშინ იყო როგორც „რაზბორკაზე“ და ამას სხვა არაფერი არ ჰქვია, თუ არა რუსული სიტყვა „რაზბორკა“, ქურდული გარჩევა. ეს არ იყო ინტერვიუ, ნამდვილად იყო იმ ცნობილი ზღაპრიდან „ლამაზმანი და მონსტრი“. რეალურად, ეს არის ძალიან საშიში არსება, უფრო საშიში ვიდრე ის ზვიგენები, რომელიც მას უზის აკვარიუმში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს რას ქადაგებს ის,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
 

სიახლეები

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...