მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით - კონსენსუსით, ყველა მინუს ერთი, ყველა მინუს ივანიშვილი"...

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით – კონსენსუსით, ყველა მინუს ერთი, ყველა მინუს ივანიშვილი” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით – კონსენსუსით, ყველა მინუს ერთი, ყველა მინუს ივანიშვილი, ეს მონსტრი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება, რაც საქართველოს ჰქონია,“- ეს განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
 
მან ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რევანშს არ აპირებს.
 
„ხმები არ არის ყმები, მით უმეტეს, ფეოდალის ყმები. ვიცი, რომ თქვენ გაშინებენ, მათ შორის ის ხალხი, ვინც ივანიშვილთან ტანგოს ცეკვავს სახიფათოს, რომ სააკაშვილი ამუნია, რევანშისტი, დაბრუნება, ყველას ყოფას უტირებს, დაერევა. დარევა და ბოღმა ამათი ძირითადი გზავნილი. მე მართლაც ვაპირებ განვახორციელო რევანში თქვენთან ერთად, მაგრამ ჩვენი რევანში სწრაფად განვითარებადი საქართველო,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაკეთებულ  განცხადებებს გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება ქვეყნისთვის ძალიან ცუდი ფაქტი იქნება. მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა იმ კონკრეტულ მოვლენებზე ისაუბრა, რაც შესაძლოა, ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვებას მოჰყვეს.
 
„სტატისტიკურად გია ვაშაძის დამარცხება შეუძლებელია. თუ მან წელში გადაგვტეხა, თუ მან გააბახა ქართული საზოგადოება, ჯაყო გაითამაშა და მთელი ქართულ საზოგადოება მარგოდ და თემურად აქცია, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შემდეგი რაღაცები მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წავაგებთ საქმეს ჰააგაში ტერიტორიულ დავებთან დაკავშირებით, ნიშნავს, რომ ჩვენს ოფიცრებს, ანწუხელიძე და ტატუნაშვილი რომ ყოფილიყვნენ ცოცხლები მათაც გაასამართლებდნენ. ეს ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო სამართლის თვალში დაკარგავს უფლებას და რუსეთის გეგმა განხორციელდება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...