მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილს ეჩქარება: ,,სწრაფად დავამთავროთ არჩევნები და შევუდგეთ აღმშენებლობას“ - აქამდე...

ბიძინა ივანიშვილს ეჩქარება: ,,სწრაფად დავამთავროთ არჩევნები და შევუდგეთ აღმშენებლობას“ – აქამდე თურმე ამის დრო არ ჰქონია

Published on

ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს იგებს სალომე ზურაბიშვილი, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც სპორტი სასახლეში მივიდა სალომე ზურაბისვილის შეხვედრაზე მხარდამჭერებთან.   
 
მისი თქმით, თუკი არჩევნების მეორე ტური შედგება, რისი მცირე ალბათობაც არსებობს, თითქმის ერთნაირი შანსი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ორ წარმომადგენელს“.
 
„ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, დიდი ალბათობით, მაგრამ არა აუცილებლობით, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება იქნება, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში აიღებს საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს. მაგრამ ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს იგებს სალომე ზურაბიშვილი. თუკი შედგა მეორე ტური და ამის მცირე ალბათობა არსებობს, თითქმის ერთნაირი შანსი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ორ წარმომადგენელს. ერთი ქულაა მგონი სხვაობა ბაქრაძეს და ვაშაძეს შორის, ხოლო 1%-იანი სხვაობა არჩევნებში შეიძლება სხვანაირად გამომჟღავნდეს.
 
თუ იქნება მეორე ტური, ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრი მიიღებს მონაწილეობას. ეჭვი არ არის, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე. დავაცხროთ ემოციები და ეს არჩევნები პირველსავე ტურში დავამთავროთ. ვთხოვ კიდევ ერთხელ მაქსიმალურ მობილიზებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, გადადონ გვერდზე ის კითხვის ნიშანი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. მივმართავ ასევე ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს, გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, გავერთიანდეთ, სწრაფად დავამთავროთ არჩევნები და სწრაფად შევუდგეთ აღმშენებლობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...