მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ამ კაცს მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის მისი საკუთრება, იყიდა თავის ხმებიანად"...

„ამ კაცს მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის მისი საკუთრება, იყიდა თავის ხმებიანად” – სააკაშვილი ივანიშვილზე

Published on

„ამ კაცს მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის მისი საკუთრება, იყიდა, იყიდა თავის ხმებიანად,“- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში", ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი და ყოფილი პრემიერის კონცეფცია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საქართველო იყიდა, თუმცა მოქალაქეები საკუთრ ქვეყანას აუცილებლად დაიბრუნებენ.
 
„ჩემი კონცეფცია მთლიანად განსხვავდება ივანიშვილის კონცეფციისგან, ჩემი კონცეფციაა, რომ საქართველოს ყველა მცხოვრები არის საქართველოს მესაკუთრე, ივანიშვილის კონცეფციაა, რომ ის არის მესაკუთრე, ზემოდან ქვემოთ უყურებს საქართველოს და საქართველო ჯიბეში ჩაიდო. ქართველებმა თავის ქვეყანა  უნდა დაიბრუნონ, ქართველები აუცილებლად დაიბრუნებენ თავსი ქვეყანას. არცერთი თანამდებობა არ მინდა საქართველოში, არც არაფორმალური მმართველობა არ მინდა,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერენ.

სიახლეები

მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა – ჰერჩინსკი

"წარსულშიც მისაუბრია მზიას საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა" -...

დაკავეულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა - რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი...

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...