მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა, როგორც საქართველოს მოქალაქე,- გრიგოლ ვაშაძე

სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა, როგორც საქართველოს მოქალაქე,- გრიგოლ ვაშაძე

Published on

სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა, როგორც საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა. ამ განცხადებით გრიგოლ ვაშაძემ დებატებში მონაწილე დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეკითხვას უპასუხა, როგორია მისი სტრატეგია და გულისხმობს თუ არა ეს სტრატეგია სააკაშვილის ჩამოყვანასა და ქვეყნის გადატრიალებას. „სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, როგორც საქართველოს მოქალაქე. მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება, ამ ქვეყანაში იცხოვროს. თუ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოს რამე შეკითხვები აქვს, მან პასუხი უნდა გასცეს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ამას არც „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, არც „ქურდული ოცნება“ და არც თქვენი ორგანიზაციის მამამთავარი. ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს და ყველას ის მისცემს შეფასებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...