მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რუსთავი 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს" - ივანიშვილი

“რუსთავი 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს” – ივანიშვილი

Published on

ყოფილი პრემიერი საზოგადოებისგან ერთ წლიან ვადას ითხოვს – ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ”ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.” პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობის დროს ქვეყანაში ვითარება – სიტყვისა და მედიის თავისუფლების მხრივ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავიდა. ივანიშვილი ერთ წლიან პერიოდს მისი გუნდის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ითხოვს. "რუსთავი 2,"-თან ერთად ყოფილმა პრემიერმა სამოქალაქო სექტორიც გააკრიტიკა.
 
"მე დავბრუნდი პოლიტიკაში სამწუხაროდ და მე მოვახერხებ რომ ის ვერტიკალი გუნდში გავამყარო, გუნდში ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება "ქართული ოცნების" ყველა წევრის მიმართ. მაქსიმუმ ერთ წელიწადში ჩვენ საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავის ადგილი ექნება. რუსთავი 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. თითქოს სახელმწიფო სახელმწიფოს ფუნქციას ვეღარ ასრულებს ვისაც არ უნდა ყველანი ქუჩაში გამოდიან. ბიზნესი, რომელიც არ უხდის ბიუჯეტს ფულს, გარბის "რუსთავი 2"-ზე და იქიდან გვემუქრება. დღეს ისეთი გრძნობა და შეგრძნებაა, თითქოს სახელმწიფო აღარ არსებობს დრეს ოქუაშვილი, რომელიც ფულს არ უხდის სახელმწიფო ბიუჯეტს…
 
"მე ვაძლევ საზოგადოებას იმის პირობას რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, მოვახერხებთ ჩვენ გაძლიერებული რეჟიმით რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას ამ სახელმწიფოში მათ რიცხვში ქალბატონი ეკას (კვესიტაძე) როლსაც, "რუსთავი 2"-ის როლსაც. რა თქმა უნდა ესეთ ადამიანები ყველა სახელმწიფოში არიან, ესეთი ტელევიზიებიც ყველა სახელმწიფოში არსებობენ, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესატყვისი შეფასება და შესატყვისი ადგილი ჩვენს საზოგადოებაში. "რუსთავი 2"-ს არ ექნება საშუალება ამასაც გპირდებით, რომ მოახერხოს განსხვავებული აზრი არ შევიდეს ტელევიზიაში რომ ჩაკეტოს და მძევლად აიყვანოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....