მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,როგორ უნდა მოხდეს ოლიგარქების ნეიტრალიზაცია? ''- მიხეილ სააკაშვილმა იენის უნივერსიტეტში...

,,როგორ უნდა მოხდეს ოლიგარქების ნეიტრალიზაცია? ”- მიხეილ სააკაშვილმა იენის უნივერსიტეტში დასავლეთის ამ აქტუალურ პრობლემაზე ისაუბრა

Published on

22 ოქტომბერს  პრეზიდენტიმა მიხეილ სააკაშვილმა   გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში, წაიკითხა  ლექცია თემაზე ,,როგორ უნდა მოხდეს ოლიგარქების ნეიტრალიზაცია. ''  
 
,,ევროპა პროგრესისა და წარუმატებლობების მიჯნაზე. ოლიგარქები თანამედროვე ეპოქაში?'' –  ასეთი იყო      ყველაზე  აქტუალური  კითხვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი რანდენიმე საათის მანძილზე  პასუხობდა   და ოლიგარქებთის განეიტრალებისთვის  ბრძოლასთან დაკავშირებულ თავის კონცეფციას   აცნობდა.
 
 
 
ინტერესი ამ შეხვედრის მიმართ ისე დიდი აღმოჩნდა, რომ უნივერიტეტის ვრცელმა  სააქტო დარბაზმა  ყველა მსურველი ვერ დაიტია, ახალგაზრდების ნაწილი ფეხზე იდგა, ნაწილი კიბეებზე და იატაკზე იჯდა. 
 
მიხეილ სააკაშვილს უამრავი კითხვა დაუსვეს და ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. როგორც შეხვედრის დასაწყისში  შეხვედრის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ,  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს,  როგორც დასავლეთის ქვეყნებში თავისი რეფორმატორული აზროვნებითა და პრაქტიკული გამოცდილებით ცნობილ პერსონას,  ბევრი რამ აქვს სათქმელი   და გასაზიარებელი ამ თემაზე და მისი მიწვევაც ამან განაპირობა.   
 
 
ლექციას  ესწრებოდნენ  იენის, ტუპინგენისა და გერმანიის სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, საერთაშორისო სამართლის  მომავალი სპეციალისტების საერთაშორისო  ასოციაციების წარმომადგენლები .
 
 
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...