მთავარისიახლეებიპოლიტიკარაში სჭირდება ივანიშვილს კიდევ ერთი წელი, რომელსაც ხალხისგან ითხოვს?

რაში სჭირდება ივანიშვილს კიდევ ერთი წელი, რომელსაც ხალხისგან ითხოვს?

Published on

ბიძინა ივანიშვილი ერთ წელს ითხოვს, რათა მისი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდეს. იგი აცხადებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ”ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა ” მათ შორის „რუსთავი 2“-საც. ამასთან მან  არასამთავრობო სექტორიც გააკრიტიკა.
 
მედიისა და სამოქალაქო სექტორისთვის მუქარად აფასებენ ამ გზავნილს ოპოზიციაში.
 
„მინიშნებები რომ ერთ წელიწადში ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, ეს მუქარა იყო ოპოზიციის მიმართულებითაც, "რუსთავი 2"-ის მიმართულებითაც, არასამთავრობო სექტორის მიმართულებითაც“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის"  ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი.
 
„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ივანიშვილი პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს და ორიენტირებულია, რომ ყველა პრობლემაზე პასუხისმგებლობა სხვამ აიღოს.
 
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ არსებული პარლამენტი და მთავრობა ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. ჭიჭინაძეს იმედი აქვს, საზოგადოება მივა დასკვნამდე, რომ ქვეყანას სჭირდება არჩევნები.
 
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ამ ექვსი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება ყოფილ პრემიერს კიდევ ერთი წელი.
 
მმართველი გუნდის წევრები კი  ყოფილი პრემიერის განცხადებებში უცნაურს და გასაკვირს ვერაფერს ხედავენ და ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერი დემოკრატიის განვითარებაზე საუბრობს.
 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ დემოკრატია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, ბევრმა სისუსტედ აღიქვა.
 
„დემოკრატიული მონაპოვარი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ჩვენი ვალდებულება რომ ყველა გამოწვევას ვუპასუხოთ ადექვატურად. ამას საუბრობდა  ბიძინა ივანიშვილი და ამის გადაჭრის გზას უკეთეს მენეჯმენტში პოულობს,“-ამბობს მამუკა მდინარაძე.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...