მთავარისიახლეებისამართალიპოლიციის მიერ ნაცემმა ედიშერ სიგუამ გონება დაკარგა, რის შემდეგაც საავადმყოფოში...

პოლიციის მიერ ნაცემმა ედიშერ სიგუამ გონება დაკარგა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს

Published on

37 წლის ედიშერ სიგუა მარტვილის პოლიციას ძალადობაში და არადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
 

დაზარალებულის მტკიცებით, ის ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს და ჯერ გზაში, შემდეგ კი უკვე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განმარტებით ცემისას მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ედიშერ სიგუას ბრალდებებთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე აღძრულია  სს კოდექსის 333-ე მუხლით , რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
 
შსს-ს გენინსპექციამ ედიშერ სიგუა უკვე გამოკითხა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სიგუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს..

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...