მთავარისიახლეებიეკონომიკანოემბრის შუა რიცხვებისთვის ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. არ არის გამორიცხული გაიზარდოს...

ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. არ არის გამორიცხული გაიზარდოს ტარიფი დენსა და გაზზეც

Published on

ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება – ასეთ პროჰოზს აკეთებენ  ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში  
 
თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტის ღირებულება დოლართან მიმართებაში 2,80-ს არ გადააჭარბებს. ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ლარის კურსზე მთავარ გავლენას არასწორი შიდა ეკონომიკური ქმედებები ახდენს და არა თურქული ლირა, რითაც თავს იმარტლებს ხელისუფლება.   
 
„ჩვენ ამ დროისთვის ლარის ასეთ გაუფასურებას ვაბრალებთ ბიუჯეტის არასწორ ხარჯვას და ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანებით გამოტანას. 15 ნოემბრამდე ველოდებით ლარის კურსის ცოტათი კიდევ უფრო გაუფასურებას. კვლავ მოხდება პროდუქტებზე ფასის მომატება,“-ამბობს ’’ფაინექს 1970’’-ის ანალიტიკოსი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია რუსთავი 2 – თან საუბარში. .
 
პარალელურად, არ არის გამორიცხული გაიზარდოს ტარიფი დენსა და გაზზეც – ამ საკითხზე სხდომა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში წლის ბოლოს არის ჩანიშნული. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება უკვე თითქმის 2 ლარი და 71 თეთრია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...