მთავარისიახლეებიპოლიტიკაივნიშვლის თქმით, "ქართული ოცნების" თანაგუნდელობისთვის პაატა ბურჭულაძემ მას 9 მილიონი დოლარი მოთხოვა

ივნიშვლის თქმით, “ქართული ოცნების” თანაგუნდელობისთვის პაატა ბურჭულაძემ მას 9 მილიონი დოლარი მოთხოვა

Published on

მე ვუსვამ კითხვას პაატა ბურჭულაძეს, ამას თვლის კანონიერად, რომ საკუთარ თავზე მან და მისმა მეუღლემ 700 ათასი ლარი დახარჯეს?!, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
 
ივანიშვილმა სამი მედიასაშუალების ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში პაატა ბურჭულაძესთან ნაცნობობასა და მასთან შეხვედრების შესახებ ისაუბრა. „საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ როცა ორი ადამიანი საუბრობს და ეს საუბარი გარეთ გამოაქვთ, უკულტურობაა და მე ამაზე არ ვისაუბრებდი. სხვათა შორის უსუფაშვილმა მოახერხა ეს ძალიან ჭარბად, მიუხედავად მრავალჯერადი პოლიტიკური პოზიციების არგაზიარებისა, უსუფაშვილმა გამოიტანა 2016 წელს რაღაცები და გამოიტანა აყირავებულად. მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. მე საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ვინაიდან ერთმა მხარემ ისაუბრა, იძულებული ვარ მეც ვისაუბრო. ჩემი პირველი შეხვედრა იყო პაატა ბურჭულაძესთან ჩემივე ინიციატივით. მას შევხვდი და შევთავაზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მაშინ, როცა ახალი მოსული ვიყავით პოლიტიკაში. მან მითხრა, რომ უნდა სცენაზე დარჩეს, რაც მე მადლიერებით შევაფასე, გამოვედი და საჯაროდ მივესალმე ამას. ამის შემდგომ მისივე ინიციატივით მესტუმრა მეუღლესთან ერთად და მაჩვენა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში ის თანახმა იქნებოდა ჩვენი თანაგუნდელი გამხდარიყო, მან დაასახელა 9 მლნ დოლარი, რაზეც მე ვუთხარი, თუ რას ნიშნავდა ეს. მან ისაუბრა დანაკარგებზე იმ შემთხვევაში, თუ სცენიდან წამოვიდოდა, თუმცა მე ვეუბნებოდი, რომ შეეძლო ყოფილიყო სცენაზე და თან ყოფილიყო ჩვენი მხარდამჭერი, თუმცა მან ეს უარყო. ამის შემდეგ მე ხუმრობით გადავუანგარიშე ჰონორარი, რადგან ის აღარ იყო თავისი შემოქმედების პიკზე ასაკითაც და შემოქმედებითაც, შევახსენე მისი ჰონორარი და ვუთხარი, დაახლოებით 200 წელი დასჭირდება, რომ სცენაზე იდგე და ამდენი ფული აიღო-თქო. გადავთვალეთ ერთად, მილიონს ვერ გავცდით, უკეთეს შემთხვევაში ეს შეიძლება ორი მილიონი ყოფილიყო და ამის მეტს ვერ გავცდით. მეორე დღეს მისი მეუღლე მირეკავს, ამოდის ჩემთან, ჩემდა გასაოცრად, იღებს ჩანთიდან ფურცელს, სადაც ანგარიში წერია და ამბობს, გადაგვიხადე 2 მილიონიო. მე ვუთხარი, რომ ამას არ დავპირებივარ, მან ანგარიში დატოვა და წავიდა. საღამოს გადავურეკე და ვუთხარი, რომ ამას არ დავპირებივარ და არ გავაკეთებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 
ის პაატა ბურჭულაძეს მოუწოდებს, რომ არ იცრუოს. „მე ბურჭულაძეს ერთ რამეს შევახსენებდი, არ იცრუოს. რომ დარბის, მირბის „რუსთავი 2“–ში. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რატომ უნდა ვიყო დაინტერესებული პაატა ბურჭულაძით. ბურჭულაძე ამბობს, რომ ყველაფერი კანონიერი იყო „იავნანაში“, ამ დროს კი პროკურატურა ამბობს, რომ შემოწირულობის მესამედი იყო დახარჯული ქველმოქმედებაზე, 2/3 არის გაურკვეველი დანახარჯები. თავად ბურჭულაძე ან სხვა ვინმე „იავნანადან“ უნდა გამოვიდნენ და განმარტებები გააკეთონ. მე არ მიმაჩნია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევ, მაგრამ კითხვები, რაც პროკურატურას გააჩნია, არსებობს. მე ვუსვამ კითხვას აქედან, ამას თვლის კანონიერად, რომ საკუთარ თავზე მან და მისმა მეუღლემ 700 ათასი ლარი დახარჯეს? გამობრძანდეს და მისცეს განმარტებები ჟურნალისტებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...