მთავარისიახლეებიპოლიტიკაგია ხუხაშვილი: ,,ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა ლიდერის ფუნქცია''

გია ხუხაშვილი: ,,ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა ლიდერის ფუნქცია”

Published on

ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა ლიდერის ფუნქცია . მას  არც ერთ სახელმწიფოებრივ პრობლემაზე არ უსაუბრია და არც ერთი პოზიტიური გზავნილი მისგან არ მოგვისმენია, –  ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გუშინდელი ინტერვიუ.
 
„ფაქტობრივად, ის გუშინ მოგვევლინა სისტემის ერთ-ერთ ადვოკატად.
 
თუ როგორი ადვოკატია, ეს გემოვნების საკითხია, ამას მე ვერ შევაფასებ. მისი ამოცანა აღარ არის საზოგადოების პატივისცემის მოპოვება, მისი ამოცანა არის სისტემის ძალისმიერი შენარჩუნება, რომელიც იქნება დამყარებული შიშსა და აგრესიაზე.
 
ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ის აღარ არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია რამის შეცვლა, ის არის სისტემის ძალისმიერი გარანტი და მეტი არაფერი. პირდაპირ ამბობდა, რომ მისი ამოცანა არის პარტიული დისციპლინა. არც ერთ სახელმწიფოებრივ პრობლემაზე არ უსაუბრია, არც ერთი პოზიტიური გზავნილი არ მოგვისმენია. 2 საათის განმავლობაში ის უფასო რეკლამას ეწეოდა „რუსთავი 2-ის““, – განაცხადა ხუხაშვილმა

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....