მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე: ,,ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს ტრაგიკული, რადგან ასეულობით...

დავით ბაქრაძე: ,,ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს ტრაგიკული, რადგან ასეულობით ათასი ოჯახის ბედს ეხება“

Published on

„ივანიშვილის გუშინდელი განცხადები გახლდათ საუკეთესო პასუხო, რატომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და რატომ უნდა არ მივცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატის,“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.  
 
დავით ბაქრაძის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსახლეობამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი სალომე ზურაბიშვილს არ უნდა დაუჭიროს.
 
„გუშინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ და სახელმწიფო მმართველის ხედვა, რომ თურმე ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი და უბრალოდ ადამიანები ვერ ხვდებიან, იმიტომ, რომ ჟურნალისტები ეუბნებიან, რომ ყველაფერი არის ცუდად. თურმე ერთი დღე ტელევიზორი რომ გამოვრთოთ და გარეთ გამოვიხედოთ, დოლარი 2 ლარზე ნაკლები გახდება, გავიგონეთ „ქართული ოცნების“ გახსნილ, აგუგუნებული ქარხნების ხმას. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს ტრაგიკული, რადგან ასეულობით ათასი ოჯახის ბედს ეხება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...