მთავარისიახლეებიპოლიტიკადაბოლება ოლიგარქისებურად: ივანიშვილი ადასტურებს, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი...

დაბოლება ოლიგარქისებურად: ივანიშვილი ადასტურებს, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი თავად არის

Published on

ვრცელი ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი თავად არის. კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით კანაფის წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ – განაცხადა მან.
 
"წარმოება სამედიცინო და კოსმეტიური მოხმარების მიზნით,რენტაბელობა ძალიან დიდი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა-500%-0ზე მეტია. არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიარდი დოლარის და მეტი ექსპორტი განხორციელდეს ერთ, ორ და სამი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა შფოთვა, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, ადეკვატური იყო რეაქცია გუნდის მხრიდან კანონპროექტი არის შეჩერებული, გაგრძელდება მასზე მსჯელობა მათ რიცხვში საპატრიარქოსთან,"-
 
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის კითხვაზე, არის თუ არა მარიხუანას კულტივაციის ლეგალიზება მისი იდეა, ის პასუხობს.
 
"რა თქმა უნდა მათ რიცხვში სამედიცინო და კოსმეტიური მიმართულებით წარმოებას მხარს ვუჭერდი ერთადერთი მიზეზით – ძალიან დიდი ხიბლია იმაში რომ ჩვენ შეიძლება დამატებით მილიარდი და შეიძლება 2 მილიარდის ექსპორტიც მოვახერხოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით,"-აცხადებს ივანიშვილი.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...