მთავარისიახლეებიპოლიტიკაწულუკიანმა "გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი, 7 ნოემბრის აქციის დაშლაში წვლილის შეტანაში დაადანაშაულა

წულუკიანმა “გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი, 7 ნოემბრის აქციის დაშლაში წვლილის შეტანაში დაადანაშაულა

Published on

თეა წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო", კოპენჰაგენის საერთშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გააკრიტიკა.
 
იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ შესაძლოა ორგანიზაციის ხელმძღვანელს წვლილი მიუძღოდა 7 ნოემბრის აქციის დაშლაში.
 
თეა წულუკიანი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს მას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ონიანმა კითხვა, საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ დაუსვა.
 
მინისტრმა ამ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა, ნაცვლად კი მესამე სექტორი მწვავედ გააკრიტიკა.
 
"საქართველოში ძალიან მდიდარია სამოქალაქო საზოგადოება. ორ საათში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა. საქართველოში ნიადაგი ნოყიერია არასამთავრობოებისთვის, რომ დაფუძდნენ, გაიზარდონ და იყვნენ აქტიური სოფლებში, პატარა ქალაქებში და დიდ ქალაქებშიც. სამწუხაროდ ახლა შევეჯახეთ ახალ ვითარებას, სადაც სადაც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს მთელი სამოქალაქო სექტორის სახელით და ამის გამო მას კოლეგები აკრიტიკებენ. თუმცა, მთავრობის საქმე არ არის ამის განსჯა. ენჯეოების შიდა დავებს აქ ვერ განვიხილავთ. მაგრამ ბატონი ონიანის ყოფნა ადასტურებს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ენერგიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ენერგიული იყვნენ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გადაკვეთონ საზღვარი, ჩამოვიდნენ დანიაში და უკან გამოჰყვნენ იუსტიციის მინისტრს.
 
"არ მინდა ღრმა დისკუსიაში შესვლა აქ, რადგან იყო დიდი სკანდალი "საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელის" ირგვლივ. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი მმართველი პარტიის წევრი იყო. ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა დოკუმენტებით აჩვენა, რომ მან შესაძლოა ხელი შეუწყო 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლას. ახლა სასამართლოში განიხილება საქმე. ის კი უარს ამბობს გამოცხადდეს და შეკითხვებს უპასუხოს. არ მინდა ღრმად შევიდე კამათში, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელი" შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და სავარაუდოდ წვლილი შეიტანა ან მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლაში, რომლის დროსაც დაიღუპა 1 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი,"-განაცხადა წულუკიანმა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...