მთავარისიახლეებისამართალი,,ქართული ოცნების“ დეპუტატს გიორგი კახიანს სახლიდან ტელევიზორი მოპარეს

,,ქართული ოცნების“ დეპუტატს გიორგი კახიანს სახლიდან ტელევიზორი მოპარეს

Published on

,,ქართული ოცნების“ დეპუტატს გიორგი კახიანს  ტელევიზორი მოპარეს.
 
 დეპუტატი ამბობს, რომ , ტელევიზორო წაიღეს მისი სახლიდან სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში, რომელსიც  ამჟამად არავინ ცხოვრობს და მას ყურადღებას ადგილობრივები აქცევენ.
 
„სახლი უშუალოდ ჩემი არ არის. ის ჩემს გარდა, ჩემი ბიძაშვილებისიც არის. როცა სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ამ სახლში ვცხოვრობდი და ქუთაისში ფაქტობრივად, ეწერიდან დავდიოდი, მაგრამ ბოლო პერიოდში არ ვყოფილვარ. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ფანჯარა იყო გატეხილი. დათვალიერებით ნახეს, რომ ტელევიზორი იყო წაღებული. მართლაც აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ტელევიზორი წაიღეს და სხვა არაფერი დაკარგულა. ამის შემდეგ ორ-სამ დღეში მითხრეს, რომ ქურდები დააკავეს და საქმე გახსნეს. განაცხადა  გიორგი კახიანმა.
 
ჟურნალისტების კითხვაზე, რას ფიქრობს  იგი, როგორც სამტრედიის დეპუტატი ხალხის უხილზე, რომ  სამტრედიის რაიონში ქურდობის ფაქტები გახშირდა და საგრძნობლად არის მომეტებული კრიმინალი, დეპუტატი ამბობს, რომ ამის   შესახებ  არაფერი სმენია 
 
„როცა მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ადგილობრივი პოლიციის უფროსთან მქონდა კომუნიკაცია და ყოველთვის ვკითხულობდი, თუ როგორი იყო კრიმინალის თვალსაზრისით მდგომარეობა და სტატისტიკა. როგორც მეუბნებოდნენ, ამდაგვარი ფაქტების მატებას ადგილი არ ჰქონდა. ცხადია, ქურდობის ცალკეული შემთხვევები იქნება, მაგრამ პოლიცია ყოველთვის ახდენს რეაგირებას“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...