მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოშია - საპრეზიდენტო არჩევნებს ორგანიზაციის 16 წარმომადგენელი დააკვირდება

NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოშია – საპრეზიდენტო არჩევნებს ორგანიზაციის 16 წარმომადგენელი დააკვირდება

Published on

NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოშია – 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ორგანიზაციის 16 წარმომადგენელი დააკვირდება.
 
პირველადი შედეგები არჩევნების მეორე დღეს, საგანგებო პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი, საბოლოო ანგარიში კი სავარაუდოდ, 1 თვის ვადაში გამოქვეყნდება.
 
ორგანიზაციის რეპორტში მოხვდება ბოლო დროს გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერებიც, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, არასამთავრობო სექტორის მიმართ.
 
NDI არჩევნებს, მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდება.
 
"მაღალი რანგის დელეგაცია საქართველოში არჩევნების დღეს მიმდინარე მოვლენებს, ასევე ხმების დათვლის პროცესს დააკვირდება. მეორე დღეს ჩვენ განცხადებას პრესკონფერენციაზე გავაკეთებთ, რომელიც არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთლიან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს შეეხება. მოგვიანებით კი ანალიტიკოსების მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით, დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი შეშფოთების საგანია თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე  წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ჩვენ ასევე გვყავს დამკვირვებლები, რომელებიც თვალს ადევნებენ ომეგას და აუდიო ჩანაწერების საქმეს. მოვლენები საარჩევნო კამპანიის დროს განვითარდა. ეს ახლა ზოგადი პოლიტიკური გარემოს ნაწილია და ჩვენს ანგარიშში ამ საკითხსაც შევეხებით,"-განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...