მთავარისიახლეებისაზოგადოებახარაგაულში, რკინიგზის მშენებლობაზე უსაფრთხოები ნორმების დაღვევას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხარაგაულში, რკინიგზის მშენებლობაზე უსაფრთხოები ნორმების დაღვევას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Published on

ხარაგაულში, რკინიგზის მშენებლობაზე  სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა .გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცია
 
.გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა – ამის შესახებ განცხადება რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის აპარატის ხელმძღვანელმა პაატა ნინუამ გაკეთა მას შემდეგ, რაც იგი სოფელ ზვარეში ჩავიდა და შემთხვევის ადგილიდაათვალიერა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშრომელს სატვირთო მანქანით მიწა გადაჰქონდა, როდესაც ავტომობილი დაგორდა და მეორე მანქანას დაეჯახა.
 
უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ ადგილობრივებიც.

 
„ მიწით დატვირთული სატვირთო მანქანის მძღოლმა დაღმართზე საჭე ვერ დაიმორჩილა და სხვა ავტომანქანას შეეჯახა „გზა სველი იყო და სავარაუდოდ მანქანა მოცურდა“,თვალნათლივ ჩანს რა მდგომარეობაშია მანქანები, არ აქვთ საქარე მინები, არ გააჩნიათ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, რამაც გამოიწვია ეს შედეგი,“-  აცხადებენ ისინი. 
 
 
შსს-მ კი გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
 
 
რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ახორციელებს. კომპანიისგან შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მუშები რვა თვის წინ ითხოვდნენ. 2017 წლის ზაფხულში ხარაგაულის რაიონის სოფელ ანეულასთან გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა.
 
თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
 

 

სიახლეები

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...