მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძის კითხვებმა სალომე ზურაბიშვილი კუთხეში მიამწყვდია

გრიგოლ ვაშაძის კითხვებმა სალომე ზურაბიშვილი კუთხეში მიამწყვდია

Published on

გრიგოლ ვაშაძის კითხვებმა სალომე ზურაბიშვილი კუთხეში მიამწყვდია „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს  მიმართავს.
 
 
რამდენიმე კვირაა რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა, რისი მტკიცებულებებით ვიხილეთ ან მოვისმინეთ ვიდეო და აუდიომასალების სახით. ამაზე მუდმივად საუბრობს საზოგადოება, გაერთიანებული ოპოზიცია, ჩვენი შტაბი და ვსაუბრობ მე, თუმცა არაფერი, არც ერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო კანდიდატისგან. ის მხარს უჭერს საქართველოს მარიხუანას პლანტაციად გადაქცევას და ასევე ეთანხმება პუტინს და მედვედევს იმაში, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.   ვაშაძე აცახადებს, რომ საზოგადოებას აქვს სრული უფლება მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან შემდეგ შეკითხვებზე:
 
 
რატომ არ დაუჭირა მხარი ზურაბიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობისას დათო სარალიძის მკვლელების დასჯას?; 
 
რა პოზიცია აქვს  ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე?;
 
რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს „ომეგა ჯგუფის“ დარეკეტებაზე და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვაზე, რისი სულისჩამდგმელებიც ივანიშვილი და ფარცხალაძე არიან;
 
რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქს ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წევრების სასახლეებზე, რომლებიც შეიძინეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მათ დეკლარირებულ შემოსავლებს?''
 
 
.,,არაფერს ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში, ამიტომ არანაირად არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ  გავცე რამე პასუხი", – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...