მთავარისიახლეებიპოლიტიკაბადრი პატარკაციშვილის ოჯახი სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია

Published on

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია. გარდაცვლილი ბიზნესმენის დედამ და დებმა ზურაბიშვილს თანხის მაქსიმუმი -60/60 ათასი ლარი შესწირეს. ჯამში პატარკაციშვილებისგან "ოცნების" რჩეულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, 180 ათასი ლარი მიიღო.
 
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, სალომე ზურაბიშვილს "ქართუ ბანკისა" და "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელმა პირებმა 105 ათასი ლარი შესწირეს. აქედან ბანკის გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ზურაბიშვილს 30 000 ლარი გადაურიცხა. გოჩა ჩიკვილაძემ "ქართუ ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა – 25 000 ლარი, დავით გალუაშვილმა, "ქართუ ბანკის" ოპერაციების დირექტორმა – 25 000 ლარი, ზურაბ გოგუამ, ბანკის რისკების დირექტორმაც ასევე 25 000 ლარი.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...