მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ აშინებს ამომრჩეველს არეულობით? - ბიძინას ხელისუფლება და მას ჩაბღაუჭებული ,,ვაიოპოზიცია ''...

ვინ აშინებს ამომრჩეველს არეულობით? – ბიძინას ხელისუფლება და მას ჩაბღაუჭებული ,,ვაიოპოზიცია ” – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე

Published on

ვაი ოპოზიცია და ვითომ ოპოზიცია იძახის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისთვის მოდის – წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ეგრეა მაგათი საქმე, – ასე პასუხობს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერების დღევანდელ განცხადებებს.
 
„ამ წუთებში, ვაი ოპოზიცია და ვითომ ოპოზიცია იძახის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისთვის მოდის და არ მისცეთ ამის საშუალებაო. გვარებს არ დავასახელებ და თქვენ იცით, ისინი არიან დემოკრატები და ზალიკო უდუმაშვილი რევანშისთვის მოდის? გაგიგიათ ასეთი უტიფარი თავხედობა? მაგრამ, წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ეგრეა მაგათი საქმე“,- აღნიშნა ვაშაძემ.
 
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს ხელისუფლება ცდილობს ორი პოლიტიკური პოლუსი წარმოაჩინოს, სადაც ერთის მხრივ ჭაობი და უიმედობაა, ხოლო მეორეს მხრივ ნერგავს წარსულის დაბრუნების შიშს, რაშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ იყენებს.
 
„ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაიმე ფორმით დავიჯერო რასაც ისინი ამბობენ, ვიყავი იმ პარტიაში და ჩემთვის ნულოვანი ფასი აქვს ხელისუფლების ბრალდებებს, არეულობასთან და რევანშთან მიმართებით, მაგრამ თუ ხარ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა მისცე ხელისუფლებას საშუალება შენით შეაშინოს ხალხი და უარესის შიშით აარჩევინო ცუდი“,- აღნიშნა ბაქრაძემ ამომრჩეველთა შეხვედრაზე.
 
„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ კი განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას.
 
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ხელისუფლება ვერასდროს მოატყუებს ხალხს, თუ „უნებლიეთ ოპოზიცია მათ თამაშს არ ითამაშებს“.
 
„სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, მათ შორის ვაშაძე, მათ შორის სააკაშვილი, საუბრობენ არეულობაზე, იმუქრებიან რევოლუციებით, იმუქრებიან ჩამორთმევებით და ა.შ. შურისძიება არის ძალიან ძლიერი გრძნობა, შურისძიებამ შეიძლება მთები გადადგას, მაგრამ ვერასდროს სახელმწიფოს და ქვეყანას ვერ ააშენებს.
 
ამიტომ, როდესაც შენ ვერ გააცნობიერებ წარსულს, შენს შეცდომას, მაშინ შენ ხელისუფლებასთან მისაშვები არ ხარ.
 
მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილი იყენებს, როგორც სასარგებლო საფრთხობელას, ეს არის პრობლემა და ამასაც უნდა ვუთხრათ არა. თუ გვინდა გავარღვიოთ მოჯადოებული წრე და არ ვიყოთ ციყვივით, რომელიც ერთ ადგილზე ბორბალს ატრიალებს და ჰგონია, რომ წინ მიდის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
 
 
 

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...