მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის ცამეტ დღეში 1 916 182 ლარის შემოსავალი მიიღო,...

სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის ცამეტ დღეში 1 916 182 ლარის შემოსავალი მიიღო, რეკლამაზე კი 1 929 613 ლარი დახარჯა

Published on

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის 3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით 1 916 182 ლარის შემოსავალი მიიღო, რეკლამაზე კი 1 929 613 ლარი დახარჯა.
 
 
როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, აღნიშნულ პერიოდში ზურაბიშვილმა სატელევიზიო რეკლამისთვის 1 186 207 ლარი; ბეჭდური რეკლამისთვის – 210 572 ლარი, ინტერნეტ რეკლამისთვის 17 307 ლარი, გარე რეკლამისთვის – 307 300 ლარი დახარჯა; ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯები 208 227 ლარს შეადგენს.
 
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ზურაბიშვილს შრომის ანაზღაურება არ გაუცია, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებებში 5558 ლარი დახარჯა, ოფისის ხარჯი – 17 414 ლარი ჰქონდა, საკანცელარიო საქონლის, საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის შეძენის, დამონტაჟებისა და მოვლა- შენახვის ხარჯი – 16 622 ლარი, კავშირგაბმულობის ხარჯი -76 ლარი; კომუნალური ხარჯი -718 ლარი; ელექტროენერგიის ხარჯი- 566 ლარი; წყლის ხარჯი-141 ლარი; სხვა კომუნალური ხარჯი -11 ლარი; ტრანსპორტის და ტექნიკის ექსპლოატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯი – 6480 ლარი; საწვავ-საპოხი მასალების შესაძენი ხარჯი – 6480 ლარი;
 
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა საკონსულტაციო, სანოტარო, თარჯიმნისა და თარგმანის მომსახურებისთვის 488 ლარი დახარჯა, საიჯარო ქირისთვის 63078 ლარი გადაიხადა, უძრავი ქონების იჯარისთვის 61 828 ლარი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების იჯარით მომსახურებისთვის – 1250 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენი ხარჯების გრაფაში მითითებულია, რომ ზურაბიშვილმა 3-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით ჯამში 140 890 ლარი გადაიხადა.
 
თუ ერთმანეთს შევადარებთ  სალომე ზურაბშივილის შემოსავალს ამ თვის 13 დღეში ვეში და მის მიერ დახარჯულ თანხას, თვალსაჩინოა, რომ  საპრეზიდენტო კანდიდატმა იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი მიიღო,  თუმცა აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატს შეუძლია რეკლამაზე გამოიყენოს წინა პერიოდში მიღებული შემოწირულებიდან დარჩენილი თანხაც. სალომე ზურაბიშვილს წინა თვეებში განხორციელებული შემოწირულებიდან ჰქონდა დარჩენილი თანხები, რომლის ოქტომბერში გამოყენების უფლებაც მას გააჩნდა“, – 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...