მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს პარლამენტში იბარებს

Published on

პარლამენტში დღეს ბიუროს ხმაურიანი სხდომაა მოსალოდნელი. ოპოზიცია ბოლო დღეებში გავრცელებული სკანდალური ჩანაწერების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრებს.„ევროპული საქართველო“ ყველა კითხვაზე პასუხის მიღებას ძალოვანი მინისტრებისგან ელოდება და პარლამენტში მათ მისვლას ითხოვს.„ჩანაწერებით დასტურდება, ის რთული და მძიმე მდგომარეობა, რომელიც სახელისუფლებო წრეებში არის. განსაკუთრებით გარკვეულ უწყებებში. შესაბამისად ალბათ ბიუროს სხდომაზე დაისმება საკითხი, რომ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი პირები მოვიდნენ პარლამენტში,“-ამბობს გიგი წერეთელი.საგანგებო სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა.„პარლამენტი უნდა შეიკრიბოს საგანგებო სხდომაზე და ამ ყველაფერზე იმსჯელოს თუ ამ ქვეყანას ელემენტარულად, ფორმალურად მაინც პარლამენტი ჰყავს, თუმცა ცხადია ეს არანაირ შედეგს არ გამოიღებს იმიტომ, რომ უდიდესი ნაწილი დამონებულია ივანიშვილთან, მაგრამ ეს მაინც რომ მოხდეს რომ პარლამენტი შეიკრიბოს და ამ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია ვიმსჯელოთ ეს იქნებოდა სწორი,“-აცხადებს გიორგი ბარამიძე.ოპოზიციის ინიციატივას სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველ გუნდში ჯერ ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას ელოდებიან.„ოპოზიციის მიზანი განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ურთულესი ბრძოლა მიმდინარეობს საზოგადოებისთვის არის ცნობილი, არის, რომ ჩვენი საზოგადოების მთავარი საზრუნავი და მთავარი აქცენტები იყოს გადატანილი ფარულ ჩანაწერებზე. მე ვფიქრობ, რომ ავთენტურობის დადასტურება ბუნებრივია არის უმთავრესი ნებისმიერ ჩანაწერთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი საზოგადოების მთავარ საზრუნავად ნამდვილად ვერ დავტოვებთ ფარულ ჩანაწერებს,“-აცხადებს მარიამ ჯაში.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...