მთავარისიახლეებიპოლიტიკა"კანონიერ ქურდებსაც კი რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ" -...

“კანონიერ ქურდებსაც კი რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ” – გრიგოლ ვაშაძე “ომეგას” საქმის ახალ ჩანაწერებს ეხმაურება

Published on

ხელისუფლება ქვეყანას 90-იანი წლების მეთოდებით მართავს – ასეთია გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის შეფასება, ე.წ. „ომეგას“ საქმეზე გავრცელებულ ახალა ჩანაწერებთან დაკავშირებით.
 
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქვეყანას მართავს შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
 
„აღშფოთებული არის ხალხი იმ ფირების  ყურებით რაც "რუსთავი 2"- ზე და სხვა  ტელეარხებზე გადის. ეს არის აღმაშფოთებელი, ამაზრზენი და გულის ამრევი. ჩვენს ქვეყანას მართავს „ქურდული ოცნება“. კანონიერ ქურდებსაც რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ არანაირი. ეს არც მაფია არის, ეს არის რაღაცა უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც მორალის,  კონსტიტუციის, კანონის  და ჩვენი პოლიტიკური სისტემის იქით არის გასული ისე რომ მათი  მობრუნება შეუძლებელია,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.
 
კურიერს წყარომ 2 ვიდეო ჩანაწერი მიაწოდა. ორივე მათგანში სპორტის ყოფილი მინისტრი ზაზა ოქუაშვილს და ომეგას სხვა მენეჯერებს ესაუბრება. პირველ ჩანაწერში ლევან ყიფიანი სარდაფის ინციდენტს იხსენებს და დეტალურად ჰყვება როგორ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება მასსა და ფარცხალაძეს შორის, რომელიც მოგვიანებით უკვე მის მიმართ მუქარითა და ძალადობით დასრულდა. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, კონფლიქტის გარჩევა თავის თავზე ბიძინა ივანიშვილმა აიღო. მეორე ჩანაწერიდან კი ირკვევა, რომ ფარცხალაძე-ყიფიანის კონფლიქტის მოგვარებაში ივანიშვილთან ერთად სხვა გავლენიანი პირებიც იყვნენ ჩართული. კერძოდ შერიგების მოლაპარაკებებში უშუალოდ მონაწილეობდნენ მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრია, ასევე დავით მაღრაძე და ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე ზარალა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...