მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა აქვს, შეგვიძლია გავგზავნოთ ეკა კვესიტაძე - ნიკა გვარამია...

გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა აქვს, შეგვიძლია გავგზავნოთ ეკა კვესიტაძე – ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებას პასუხობს

Published on

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ საკითხებზე საუბარს ჟურნალისტებთან, ხვალისთვის გეგმავს, თუმცა საკუთარი პირობებით.
 
ივანიშვილმა ინტერვიუზე მხოლოდ სამი ჟურნალისტი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-დან გიორგი გაბუნია, „TV პირველიდან“ ინგა გრიგოლია და „TV იმედიდან“  ირაკლი ჩიხლაძე მიიწვია.
 
ფორმატი მიუღებელია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისთვის.
 
ნიკა გვარამიას განცხადებით, გაუგებარია რატომ არის მიწვეული მხოლოდ სამი ტელეკომპანია და რატომ არ არის მათ შორის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ან „კავკასია.“
 
გარდა ამისა, გვარამია აცხადებს, რომ სწორედ ამ დღეს გიორგი გაბუნიას საკუთარი საავტორო გადაცემა "არჩევანი" აქვს და ამიტომ ის „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მიწვევას ვერ მიიღებს, თუმცა „კვირის აქცენტების“ წამყვანს ეკა კვესიტაძეს შეუძლია ინტერვიუზე მისვლა, თუკი ამას ივანიშვილი დათანხმდება.
 
ინტერვიუ არ იქნება „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში. ნიკა გვარამიას კი თავად აქვს შეთავაზება ყოფილ პრემიერთან და მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან. ის ბიძინა ივანიშვილის მწვავე კითხვებზე საპასუხოდ „კვირის აქცენტებში“ ეპატიჟება.
 
"გიორგი გაბუნიას აქვს ხვალ საავტორო გადაცემა "არჩევანი," შესაბამისად იგი ვერ შეძლებს ამ შეხვედრაზე ყოფნას. ჩვენ თუ შეთავაზება ისევ ძალაშია, ეკა კვესიტაძის გაგზავნას ვაპირებთ ამ ინტერვიუზე.
 
"ამას გარდა, ძალიან უხერხულია, როდესაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ არის მიწვეული დიდი გულშემატკივარი კი არ ვარ ამ არხის, მაგრამ უხერხულია უბრალოდ და ასევე სხვა არხებიც, რატომ არ არის მაგალითად, "კავკასია" და ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც თუ ვინმეა ამ ქვეყანაში ჟურნალისტი და ვინმეს შეუძლია შეკითხვების დასმა მწვავედ და საინტერესოდ, მათ შორის ნინო ჯანგირაშვილიც არის. ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, ძალიან გვაღელვებს.
 
"ჩვენ ჩვენს პასუხს აგერ ვაცხადებთ, ლაივი ცხადია არ იქნება, არ არის ინტერესის სფერო ბიძინა ივანიშვილი რას ილაპარაკებს საარჩევნოდ, საპროგრამო სიტყვას თუ ასე შემდეგ. თუ მას უნდა ლაივში განსაკუთრებით მწვავე ინტერვიუ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატი "ჰარდ თოქი" – ეს არის "კვირის აქცენტები." მე და ეკა დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას. ეს არ იქნება მისთვის მსუბუქი გასეირნება, მაგრამ იქნება საინტერესო მისთვისაც, ჩვენთვისაც და მაყურებლისთვის,“-ამბობს ნიკა გვარამია. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...