მთავარისიახლეებიპოლიტიკადევიდ კრამერი: საარჩევნო პროცესი საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე დიდ გავლენას მოახდენს.

დევიდ კრამერი: საარჩევნო პროცესი საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე დიდ გავლენას მოახდენს.

Published on

იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტს მცირე უფლებამოსილება აქვს ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს არჩევნებზე  – ამბობს ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერი.
 
მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან საარჩევნო პროცესი საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე დიდ გავლენას მოახდენს.
 
კრამერი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეც საუბრობს და ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ომში დამნაშავე რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინია, რადგან სწორედ რუსულმა ტანკებმა გადმოკვეთეს საქართველოს ტერიტორია და საქართველოს ტერიტორიების ანექსია ისევ გრძელდება. 
 
„როგორც ყველა არჩევნები ეს არჩევნებიც მნიშვნელოვანია და მოახდენს გავლენას საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.
 
მას ასევე ექნება გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ აქვს ბევრი უფლებამოსილება მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მივიდეს უბნებზე და ხმა მისცეს.
 
რაც შეეხება 2008 წელს, საქართველოს ტერიტორია სწორედ რუსეთის ტანკებმა გადმოკვეთეს ეს ქართველებს არ გაუკეთებიათ. აშკარაა, რომ დამნაშავე რუსეთია პუტინის ხელმძღვანელობით.  მათ აქვთ ტერიტორიების 20% ოკუპირებული და განაგრძობენ მცოცავ ანექსიას“-აცხადებს დავიდ კრამერი

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...