მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მოთმინების საზღვარი უკვე ამოწურულია... ამოვიდა ყელში თქვენი „ქურდული ოცნება“ -გრიგოლ ვაშაძე

„მოთმინების საზღვარი უკვე ამოწურულია… ამოვიდა ყელში თქვენი „ქურდული ოცნება“ -გრიგოლ ვაშაძე

Published on

„როგორც კი ეროვნული, პროდასავლური და კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში გაორმაგებულად გავაგრძელებთ აჭარის ერთ-ერთ ევროპულ რეგიონად გადაქცევას“-ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ბათუმში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე გააკეთა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით „ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ აჭარის განვითარება შეეფერხებინა. მან მაგალითისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მოიყვანა, რომელიც მისივე თქმით ხელისუფლებამ დაანაწევრა და ბინებად გაყიდა. გრიგოლ ვაშაძემ პირობა დადო, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაბრუნდება ბათუმში.
 
გრიგოლ ვაშაძემ ფართომასშტაბიანი შეთქმულება უწოდა იმ ჩანაწერებს, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს და განაცხადა, რომ ამის შემდეგ ხელისუფლება კიდევ ბედავს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შემოხაზონ 48 ნომერი.
 
„რისთვის უნდა შემოვხაზოთ კიდევ 48-ჯერ რომ ამოვაღებინოთ ჯიბიდან ფული? და 48 კი არა 84 ათას კრიმინალს, რომ თავზე დავასვათ საფრანგეთიდან ჩამოტანილი მატრიოშკა იმისთვის რომ დემოკრატიული ფასადი შევუნარჩუნოთ? არასოდეს ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ქართველი მოთმინების  საზღვარი უკვე ამოწურულია. ამოვიდა ყელში თქვენი ქურდული ოცნება. თქვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეთ ჩვენ სუყველას,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
გრიგოლ ვაშაძემ მთავარ მძარცველებად ლომბარდები და მევახშეები მოიხსენია და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ ბანკები ძარცვავენ ხალხს და ხალხი გარბის ქვეყნიდან. 
 
მისი თქმით ეს არჩევნები გაერთიანებულ ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს მოგებული აქვს. 
 
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებით გაერთიანებულ ოპოზიციას ეს არჩევნები მოგებული აქვს უკვე დღეს,“-განაცადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით "ქართული ოცნება" ავრცელებს ხმას თითქოს გაერთიანებული ოპოზიცია რევანშს და რევოლუციას ამზადებს. მისი თქმით მსგავსი არაფერი ხდება და ეს აბსურდული ბრალდებაა. 
 
მისვე თქმით ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიგრაციის საკითხები იქნება განხილული რათა შეწყდეს ქვეყანაში გაურკვეველი ხალხის შემოდინება.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...